ინტერიერი - ანუ ამბები, რომლებსაც ვყვებით

გახსოვს როგორ შეხვდი პირველად გეთსბის? არა, წვეულებას არ ვგულისხმობ. ვკითხულობ, პირველად სად გაიგე მისი სახელი. კარგი, შეგახსენებ: თხრობის დასაწყისშივე ნიკ ქეროვეი, აღწერს უესტ-ეგში, მის მეზობლად მდებარე უზარმაზარ ვილას და ამბობს: “ეს სასახლე ვინმე გეთსბის ეკუთვნოდა, რომელსაც მე არ ვიცნობდი”. მხოლოდ ამ ინფორმაციას გვაწვდის ფიცჯერალდი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერსონაჟზე და საკმაოდ დიდ ხანს, მეტს ვერაფერს ვიგებთ. რატომ მაინც და მაინც სახლის და ზოგადად ინტერიერის აღწერა? ალბათ იმიტომ, რომ თუ ჩაცმულობით განსაზღვრავ რა “ტიპი” ხარ ზოგადად და ადამიანებზე ვიზუალურ ეფექტს ახდენ, იმ სივრცით, რომელშიც შენი დროის უმეტეს ნაწილს ატარებ -  უფრო პირადულ ამბებს ამხელ. ამიტომ დიახ, გასაკვირი არ არის, რომ ბატონ ჯეი გეთსბიზე, დასაწყისში მხოლოდ ის ინფორმაცია გვაქვს, რომელიც მიგვახვედრებს, დაახლოებით რა მნიშვნელობის ადამიანზე აპირებს შთაბეჭდილების მოხდენას. 


ახლა, როცა ამდენი გაფიქრე და “გაიძულე” რაღაცები გაგეხსენებინა, მგონი დროა, კონკრეტულად შენს ინტერიერსაც მივადგეთ. რისი თქმა გინდა საკუთარი თავისა და გარშემომყოფებისთვის იმ სივრცით, სადაც ცხოვრობ? რომელიმე ჩემი მეგობარი სახლში რემონტის გაკეთებას რომ იწყებს, ყველაზე ხშირად მაინც ის აინტერესებს, სად შეიძლება იაფად შეიძინოს ხარისხიანი მასალები, ავეჯი ან ტექნიკა. ჩვენ საჭიროებების ადამიანები ვართ და სახლებში ნივთები ძირითადად ისე გვაქვს განლაგებული, როგორც მოგვიხერხდა. თუმცა, დიზაინის მნიშვნელობაც ეს არის. ჩვენს “დეიზიებს”(ასე ვუწოდოთ სტუმრებს, რომლებზეც ან ვცდილობთ შთაბეჭდილების მოხდენას, ან - არა) შეუძლიათ აღმოაჩინონ ის, რაც აქამდე არ იცოდნენ: ჩვენი ყოველდღიურობა, გემოვნება, ინტერესები და ყველაფერი ის, რასაც მხოლოდ საუბრითა და ჩაცმულობით ვერ მიხვდებიან. 

   თუმცა, ყველაფერს დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტ. სწორედ ამიტომ ვარსებობ მე: იმისთვის, რომ დიზაინერისთვის გადასახდელი ფული დაზოგო, გახსენებ წლის ძირითად ტრენდებს. წინასგან განსხვავებით, ტროპიკული მწვანე და თბილი ნეიტრალური ფერები 2018-ში აღარ გამოგადგებათ. 2018 წელი სიმკვეთრისკენ იღებს გეზს, ამიტომ წითელი, მუქი ლურჯი, ვარდისფერი და შავი, არჩევისას ძირითადი იქნება. ადამიანები დაიღალნენ ნეიტრალური, ხშირად მოსაწყენი პალიტრით. შესაბამისად, შეგიძლიათ გამოიყენოთ მზიანი ოქროსფერიც, რომელიც საშუალებას მოგცემთ, შექმნათ მხიარული და მყუდრო გარემო. თბილი ყვითელი იდეალურად შეესაბამება ლურჯსაც. ასევე იზრდება ხის ფართო ფიცრების პოპულარობა. ეს საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც ინდუსტრიულ ესთეტიკას ანიჭებს უპირატესობას. 


    ვინტაჟური აქსესუარები სახლისთვის წელს ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა. განსაკუთრებით კი, იმ შემთხვევაში, თუ მათი დახმარებით რაიმე ამბის მოყოლა გინდა. არ აქვს მნიშვნელობა სასტუმროსთვის ეძებ ნივთებს თუ სახლისთვის, ვინტაჟურ აქსესუარებს, წიგნებს და ხელნაკეთ ნივთებს შეუძლიათ შექმნან პერსონალური, უნიკალური სივრცე, რომელში თავს ნებისმიერი მყუდროდ იგრძნობს. 
სად შეიძლება შეიძინო ის ნივთები, რომლებიც შენთვის ან შენი მეგობრებისთვის შექმნის იმ ადგილს, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობთ? რა თქმა უნდა, იმის მიხედვით, რა არის შენთვის კომფორტი: ძვირადღირებული ნივთებით სავსე სახლი თუ თითოეული კვადრატული მეტრის ფუნქციონალურად ათვისება. ყველა შემთხვევაში, ეს შენს პრიორიტეტებზეა დამოკიდებული. გინდა შთამბეჭდავი იყო გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის თუ, უბრალოდ, სიმშვიდეს ეძებ? მოკლედ, შენ გადაწყვიტე. საღებავები, მასალები და ნივთები კი, შეგიძლია შეიძინო ყველგან, როგორც ძველმანების ბაზრობაზე, ისე ძვირადღირებულ მაღაზიებში. უკვე გითხარი, მთავარია იცოდე შენი მიზანი, რომლის მიღწევის საშუალებაც ინტერიერის დიზაინია. 


    თუ ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, გაცნობიერებული გაქვს და ასევე, ითვალისწინებ ამ წლის ტრენდებს, ძალიან მარტივია ნივთების პოვნა, რომლებიც შენს სახლს ინდივიდუალიზმსა და კომფორტულობას შესძენს. იმდენად მარტივია, რომ ონლაინაც შეგიძლია აღმოაჩინო. “Element”, “Objects” და “ლაბორატორია ჩემი სახლი” ის ადგილებია, სადაც ნებისმიერ შემთხვევაში შეიძენ როგორც გემოვნებიან და ფუნქციურ ავეჯს, ასევე აქსესუარებს აბაზანისთვის, სამზარეულოსთვის და ზოგადად, მთელი სახლისთვის. მოკლედ, თუ გაქვს საკმარისი თანხა, და იცი როგორ გინდა მოაწყო შიდა სივრცე, დანარჩენი ძალიან მარტივია. თუმცა, თუ ჯეი გეთსბი არ ხარ და მემკვიდრეობით ძალიან, ძალიან ბევრი ფული არ მიგიღია, ჩვენი ფინანსური სახლი  აუცილებლად დაგეხმარება.


 

განაცხადის ფორმა

Security Code