ერთობლივი პროგრამა ათასწლეულის ფონდისა და ტერაბანკისგან

თუ საქართველოში მოქმედი უმაღლესი ან პროფესიულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის სტუდენტი ხარ და სწავლის დასაფინანსებლად სესხის აღება გსურს, ტერაბანკი და ათასწლეულის ფონდი უპრეცედენტო პროგრამას გთავაზობენ.
გრძელვადიანი სტუდენტური სესხის მოდელი საერთაშორისო გამოცდილებაზე დააყრდნობითაა შემუშავებული და მთლიანად ერგება შენს საჭიროებებს. 

სესხით ისარგებლებენ საქართველოში მოქმედი  ავტორიზებული საგანმანათლებლო საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი და პროფესიული განათლების პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები და აბიტურიენტები (მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები). პრიორიტეტი საბუნებისმეტყველო და საინჟინრო (STEM) სპეციალობებს მიენიჭება.


გრძელვადიანი სტუდენტური სესხის პროგრამაში ჩასართავად საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა იყოს  ავტორიზებული და ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს აკმაყოფილებდეს:

  • შემუშავებულია და ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;

  • მოპოვებული აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია ან იმყოფება საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების პროცესში (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით არსებობით);

  • წარმოადგენს უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთობლივ აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამას;

  • წარმოადგენს უმაღლესი განათლების შესახებ კანონით განსაზღვრული ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამას;

  • წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ქსელის (ENQA) წევრი ორგანიზაციის მიერ აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამას.

 

ხსენებული კრიტერიუმების შესაბამისად, ტერაბანკი გთავაზობთ პროექტში ამჟამად ჩართული საგანმანათლებლო დაწესებულებების და სასწავლო პროგრამების ჩამონათვალს, რომელიც პერიოდულად განახლდება.

 

საერთაშორისოდ აკრედიტებული უნივერსიტეტები და პროგრამები

სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროგრამის დასახელება

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა: ელექტრული ინჟინერია (ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია)

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა: კომპიუტერული ინჟინერია (კომპიუტერული მეცნიერება)

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა: სამოქალაქო ინჟინერია (ინჟინერია)

სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

პროგრამის დასახელება

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა: ელექტრული ინჟინერია (ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია)

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა: კომპიუტერული ინჟინერია (კომპიუტერული მეცნიერება)

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა: ქიმია-ბიოქიმია

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა კომპიუტერული მეცნიერება (კომპიუტინგი/ინფორმატიკა)

ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა: ბიოსამედიცინო ინჟინერია (ინფორმატიკის და მართვის სისტემები)

ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა: ბიოსამედიცინო ინჟინერია (ინფორმატიკის და მართვის სისტემები)

ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველო

პროგრამის დასახელება

საერთაშორისო ურთიერთობები (ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი საერთაშორისო ურთიერთობებში)

მედიაკომუნიკაცია/მასკომუნიკაცია (ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი მასობრივ კომუნიკაციაში)

ბიზნესის ადმინისტრირება (ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი)

საერთაშორისო ურთიერთობები (ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებში)

შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

პროგრამის დასახელება

ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა: საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია;

ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა: საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაცია;

ინგლისურენოვანი პროფესიული პროგრამა : საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-A)

ინგლისურენოვანი პროფესიული პროგრამა: საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-H)

ინგლისურენოვანი პროფესიული პროგრამა: საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B1.1)

ინგლისურენოვანი პროფესიული პროგრამა: საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B2)

შპს კავკასიის უნივერსიტეტი

პროგრამის დასახელება

ბიზნესის მართვის ორმაგი ხარისხის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა:ბიზნესკვლევა;გლობალური მენეჯმენტი;მენეჯმენტ-კონსალტინგი

ბიზნესის ადმინისტრირების ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამა: ფინანსები; მარკეტინგი; მენეჯმენტი

ბიზნესის ადმინისტრირების ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა: ფინანსები; მარკეტინგი; მენეჯმენტი; საბუღალტრო აღრიცხვა

მეცნიერების ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამა მენეჯმენტში 

ტურიზმის ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროგრამის დასახელება

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა: ელექტრული ინჟინერია (ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია)

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა: კომპიუტერული ინჟინერია (კომპიუტერული მეცნიერება)

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა: ქიმია-ბიოქიმია

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა კომპიუტერული მეცნიერება (კომპიუტინგი/ინფორმატიკა)

ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა: კომპიუტერული მეცნიერება (ინფორმატიკა)

ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია

ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა კომპიუტერული მეცნიერება (Bachel or of Informatics)

ფრანაგულენოვანი კომპონენტებით ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამა ტურიზმში

ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა : "საჯარო მმართველობა"

ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა : "ეკონომიკა"

ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა:  “ეკონომიკა”

ISET - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში.

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

პროგრამის დასახელება

დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა 

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა

ააიპ-ჯიპა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

პროგრამის დასახელება

ქართულენოვანი პროფესიული პროგრამა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით ტექნოლოგიებში

გრძელვადიანი სტუდენტური სესხის მომსახურების პირობები

გრძელვადიანი სტუდენტური სესხის პირობები 

მსესხებლის ასაკი

18 წლიდან

მსესხებლის(სტუდენტის) სტატუსი

„აქტიური“ ან სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო „შეჩერებული“

სესხის თანხის მაქსიმალური ჯამური ოდენობა*

მინ. მოცულობა 300 ლარი
არაუზრუნველყოფილი სესხი - 45.000 ლარამდე
უზრუნველყოფილი სესხი - 80.000 ლარამდე

საშეღავათო პერიოდი

მაქსიმუმ 60 თვე (სწავლის პერიოდს დამატებული 12 თვე)

გადახდის პერიოდი

არაუზრუნველყოფილის შემთხვევაში - მაქსიმუმ 72 თვე,
უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში - მაქსიმუმ 120 თვე

საპროცენტო განაკვეთი

ნომინალური 9,9% დან (ეფექტური 9,01% დან)

სესხის ვალუტა

ლარი

გაცემის საკომისიო

0%

 

თანამონაწილეობა

არ მოითხოვება

უზრუნველყოფა

საბლანკო / უძრავი ქონება

გარანტიის საკომისიო 0 ლარი

უზრუნველყოფის რეგისტრაციის/შეწყვეტის ხარჯი

უზრუნველყოფის რეგისტრაციის/შეწყვეტის საფასური იხილეთ ბმულზე

 

*პროგრამის ფარგლებში დაფინანსება ხორციელდება ყოველწლიურად. სტუდენტი ერთჯერად დაფინანსებას მოიპოვებს 1 წლის სწავლის საფასურის მაქსიმუმ 100%-ის ოდენობით.

სტუდენტის მხრიდან ბანკში წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვასთან დაკავშირებით, შესაბამის დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი;
  • საგანმანათლებლო დაწესებულების  მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის სტატუსის შესახებ; შეჩერებული სტატუსის შემთხვევაში, ცნობა სტატუსის შეჩერების მიზეზის მითითებით;
  • ბაკალავრიატის და მაგისტრატურის შემთხვევაში საგამოცდო ქულების შესახებ ცნობა :
    • პირველი სემესტრის სტუდენტის შემთხვევაში - საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ გამოცდებზე მოპოვებული ქულების შესახებ ინფორმაცია; 
    • სხვა - საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, საგანმანათლებლო პროგრამისა და მის ფარგლებში სწავლის შედეგებთან დაკავშირებით - საშუალო შეწონილი ქულა (GPA).
  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში ცნობა/რეკომენდაცია:
    • პირველი კურსის პირველი სემესტრის შემთხვევაში ცნობა საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ
    • სხვა, ცნობა/რეკომენდაცია, სადაც აღწერილია  სტუდენტის აკადემიური მოსწრების და კურსის შესაბამისად გავლილი მოდულის შესახებ ინფორმაცია.
  • ინფორმაცია მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის ან/და სხვა სახის გრანტის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საგანმანათლებლო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ინვოისი, სწავლის საფასურის მითითებით.
     

განაცხადის ფორმა

Security Code