საბართე ანგარიშზე შესრულებული კონვერტაციის სქემა

თუ პლასტიკური ბარათით შესრულდა გადახდა ისეთ ვალუტაში, რომელშიც მომხმარებელს საბარათე ანგარიში არ აქვს გახსნილი ან კონკრეტულ ანგარიშზე ოპერაციის შესრულებისთვის არ არის საკმარისი თანხა, აღნიშნული ოპერაცია ანგარიშზე კონვერტაციით აისახება. კონვერტაცია კი შესრულდება ოპერაციის ასახვის დღეს არსებული ბანკის კომერციული კურსით.

კონვერტაციის სქემები

კონვერტაციის დროს უპირატესობა ენიჭება ისეთ ვალუტას, რომლის ნაშთი ექვივალენტში მეტია. თუ ანგარიშზე არსებული ნაშთები ტოლია, კონვერტაციის პრიორიტეტულობა იქნება შემდეგი: ლარი/ აშშ დოლარი / ევრო /ფუნტი.

მაგალითი №1

მომხმარებელს სხვადასხვა ვალუტაში ანგარიშზე ხელმისაწვდომი აქვს შემდეგი თანხები: 0 ლარი; 1200 დოლარი; 1000 ევრო. ოპერაციის თანხაა 1000 ლარი, რაც ლარის ანგარიშიდან ჩამოიჭრება, ხოლო დოლარის ანგარიშიდან გადაიფარება (გასწორდება) ლარში განაღდებული თანხის შესაბამისი თანხა -325,73 $ => 1000ლარი. დოლარის ანგარიშიდან ჩამოიჭრება, რადგან 1200 $- ის ექვივალენტი ლარში -3684 ლარი, მეტია 1000 ევროს ექვივალენტზე-3400 ლარი

კურსი 1$-3,07; 1 EUR-3.4.

    მაგალითი №2

    მომხმარებელს სხვადასხვა ვალუტაში ანგარიშზე ხელმისაწვდომი აქვს შემდეგი თანხები: 0 ლარი; 10 დოლარი; 1000 ევრო. ოპერაციის თანხაა1000 ლარი, რომელიც ლარის ანგარიშიდან ჩამოიჭრება. ანგარიშის გასწორება მოხდება ევროს ანგარიშიდან, რადგან მასზე არსებული ნაშთი ექვივალენტში მეტია. ევროს ანგარიშიდან გადაიფარება ლარში განაღდებული თანხის შესაბამისი თანხა -294,12 EUR => 1000ლარი

    კურსი 1$-3,07; 1 EUR-3.4.

      მაგალითი №3

      მომხმარებელს სხვადასხვა ვალუტაში ანგარიშზე ხელმისაწვდომი აქვს შემდეგი თანხები: 0 ლარი; 1107,49 დოლარი; 1000 ევრო. ოპერაციის თანხაა 1000 ლარი, რომელიც ლარის ანგარიშიდან ჩამოიჭრება. რადგან დოლარისა და ევროს ანგარიშებზე არსებული ნაშთის ექვივალენტი ერთმანეთის ტოლია, ლარის ანგარიშის გასწორება უნდა მოხდეს დოლარის ანგარიშიდან. შესაბამისად, დოლარის ანგარიშიდან გადაიფარება ლარში განაღდებული თანხის შესაბამისი თანხა -325,73 $ =>1000ლარი

        მაგალითი №4

        მომხმარებელს სხვადასხვა ვალუტაში ანგარიშზე ხელმისაწვდომი აქვს შემდეგი თანხები: 3000 ლარი; 0 დოლარი; 1000 ევრო. ოპერაციის თანხაა 1000 დოლარი, რომელიც დოლარის ანგარიშიდან ჩამოიჭრება. ევროს ანგარიშზე ნაშთი ექვივალენტში მეტია 3000 ლარზე, შესაბამისად, დოლარის ანგარიშის გასწორება ევროს ანგარიშიდან მოხდება.

          მაგალითი №5

          მომხმარებელს სხვადასხვა ვალუტაში ანგარიშზე ხელმისაწვდომი აქვს შემდეგი თანხები: 3400 ლარი; 0 დოლარი; 1000 ევრო. ოპერაციის თანხაა 1000 დოლარი, რომელიც დოლარის ანგარიშიდან ჩამოიჭრება. ხოლო დოლარის ანგარიშის გადაფარვა ლარის ანგარიშიდან მოხდება.

            თუ მომხმარებელს იმ საბარათე ანგარიშზე, რომლითაც ასრულებს გადახდას, სხვა ვალუტაშიც არ აქვს საკმარისი თანხა, მაშინ ამ თანხების გადაფარვა მისი სხვა ანგარიშებიდან მოხდება. მომხმარებლის სხვა ანგარიშებიდან დავალიანების (არასანქცირებული თანხის) დაფარვის პრიორიტეტულობა იქნება შემდეგი:

            • პირველ რიგში დაიფარება იმავე ვალუტაში გახსნილი სხვა საბარათე და მიმდინარე ანგარიშიდან
            • შემდეგ შესრულდება კონვერტაცია იმ ანგარიშიდან, რომლის ვალუტის ექვივალენტიც ლარში მეტია 
            • შემდეგ დაიფარება იმავე ვალუტის მოთხოვნამდე ანაბრებიდან
            • შემდეგ კი სხვა ვალუტაში გახსნილი მოთხოვნამდე ანაბრებიდან

            განაცხადის ფორმა

            Security Code