ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი (ამ შემთხვევაში სააგენტოს მხრიდან სუბსიდირება განხორციელდება შემდეგი მოცულობით: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3,5 %- ის, მაგრამ არაუმეტეს 6 %-ის ოდენობით).
იპოთეკური სუბსიდირებული სესხით სარგებლობას როგორც ხელფასის, იჯარისა და გზავნილების, ისე საკუთარი ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით შეძლებთ.
დეტალები და ხშირად დასმული შეკითხვები სუბსიდირებული იპოთეკური პროგრამის შესახებ
რა არის პროგრამის არსი:
- პროგრამა გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იპოთეკურ სესხზე საპროცენტო სარგებლის თანდაფინანსებას 5 წლის განმავლობაში
პროგრამის ფარგლებში „მარტოხელა მშობელი“-ს განმარტება:
- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქე (პირი) ან/და;
- საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, რომელიც სესხის აღების მომენტში არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავს არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი/აყვანილი შვილ(ებ)ი
პროგრამის ბენეფიციარი და სუბსიდირების პირობები განისაზღვრება შემდეგნაირად:
- ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი (ამ შემთხვევაში სააგენტოს მხრიდან სუბსიდირება განხორციელდება შემდეგი მოცულობით: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3,5 %- ის, მაგრამ არაუმეტეს 6 %-ის ოდენობით), ან
- ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი შვილი, შესაძლებლობა აქვს პროგრამაში ჩაერთოს 2022 წლის 1 სექტემბრის შემდეგაც თუ ამ თარიღის შემდგომ შეეძინება შვილი ან შვილად აიყვანს ბავშვს. ამასთან თუ უკვე ამ ტიპის მსესხებელი არის პროგრამის მოქმედი ბენეფიციარი და სარგებლობს პროგრამის მაქსიმალური ლიმიტით (200 000 ლარი), იგი უფლებამოსილია პროგრამით ისარგებლოს მეორეჯერაც, თუ პროგრამაში ჩართვის შემდეგ შეეძინება ან/და შვილად აიყვანს მე-4 ან მეტ შვილს/შვილებს. ასეთ შემთხვევაში მსესხებელი უფლებამოსილია აიღოს 200 000 ლარის მოცულობის სესხი (ამ შემთხვევაში სააგენტოს მხრიდან სუბსიდირება განხორციელდება შემდეგი მოცულობით: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1,5 %-ის, მაგრამ, არაუმეტეს 8%-ის ოდენობით), ან
- ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს შვილი, რომლის აყვანა განხორციელდა 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ (ამ შემთხვევაში სააგენტოს მხრიდან სუბსიდირება განხორციელდება შემდეგი მოცულობით: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3,5 %- ის, მაგრამ არაუმეტეს 6 %-ის ოდენობით).
რა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს დამატებით პროგრამაში მონაწილე პირი
- ოჯახის შემთხვევაში მეუღლეები ოფიციალურ ქორწინებაში უნდა იმყოფებოდნენ;
- სავალდებულოა, რომ მსესხებელს (ოჯახის შემთხვევაში ერთ-ერთ მეუღლეს მაინც) საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდეს;
- შესაძლებელია, მსესხებელს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდეს, თუმცა ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეც;
- დასაშვებია, რომ მსესხებელს საქართველოს მოქალაქეობა არ ჰქონდეს, თუმცა ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა, საქართველოს მოქალაქე მეუღლე იყოს, მიუხედავად იმისა, მეუღლე ერთვება თუ არა თანამსესხებლად;
- პროგრამის მიზნებისთვის შვილად მიიჩნევა მხოლოდ არასრულწლოვანი შვილი/შვილად აყვანილი/გერი, რომელიც არასრულწლოვანი უნდა იყოს სააგენტოს მიერ დასტურის მიღების მომენტისთვის.
რა შეიძლება იყოს სესხის მიზნობრიობა
- ბინის/სახლის შეძენა/რემონტი;
- სახლის აშენება/რემონტი;
- მიწა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი ყიდულობს მასზე აშენებულ სახლს, მიუხედავად სახლის მდგომარეობისა (დასრულებული, მშენებარე, შავი კარკასი და ა.შ.);
- სესხის გაცემა ასევე შესაძლებელია საცხოვრებელ სახლში/კომპლექსში არსებული სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები, ფარეხები და ა. შ.) შეძენის მიზნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი განთავსებულია იმავე საცხოვრებელ სახლში/კომპლექსში, სადაც პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხით შესაძენი ბინა და შეძენილი იქნება საცხოვრებელ ბინასთან ერთად
- სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ ამავე პროგრამის (სუბსიდირებული იპოთეკა) ფარგლებში უკვე გაცემული სესხის რეფინანსირების მიზნითაც.
ვისგან შეიძლება ბინის შეძენა
- ბინის შეძენა შესაძლებელია დეველოპერული კომპანიის მიერ აშენებულ/ასაშენებელ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში/კომპლექსში;
- კერძო პირისგან;
- შესაძლებელია, მსესხებელმა სახლი თავად ააშენოს.
- სესხის მოცულობა და ვალუტა
- პროგრამაში განსაზღვრული სესხის მაქსიმალური ლიმიტი 200 000 ლარია. თუმცა, სახლის ან/და ბინის ღირებულება შეიძლება 200 000 ლარს აჭარბებდეს;
- თუ შესაძენი ქონების ღირებულება 200 000 ლარს აღემატება, პროგრამის კომპონენტები 200 000 ლარზე გავრცელდება;
- პროგრამის ფარგლებში სესხი ეროვნულ ვალუტაში გაიცემა.
რა შემთხვევაში ვერ ისარგებლებს პირი სუბსიდირების პროგრამით:
- თუ მსესხებელს (ოჯახის შემთხვევაში ორივე მეუღლეს) არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა. ოჯახის შემთხვევაში, სავალდებულოა, ერთ-ერთი მეუღლე მაინც იყოს საქართველოს მოქალაქე;
- ერთი და იმავე ბავშვ(ებ)ით, თუ მშობელი უკვე არის პროგრამით მოსარგებლე (მსესხებელი), ან არის ბავშვის დაბადების მოწმობაში ფიქსირებული მეორე მშობელი
- თუ პირი ან ოჯახის შემთხვევაში რომელიმე მეუღლე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის N 387 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი” ბენეფიციარია;
- 2021 წლის 1 სექტემბრამდე გაცემული სესხების რეფინანსირება ამ პროექტის ფარგლებში ვერ შესრულდება.
რა შემთხვევაში შეიძლება შეწყვიტოს სააგენტომ პროცენტის სუბსიდირება:
- სააგენტოს, კომერციული ბანკის პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად შესრულებისას;
- პროგრამის ბენეფიციარის მიერ შესაბამის კომერციულ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას. კერძოდ, სესხის გრაფიკით გათვალისწინებული მინიმალური შენატანის 120 (ას ოცი) დღეზე მეტი ვადაგადაცილების ან/და კომერციული ბანკის სააღსრულებო ფურცლის მიღებისას;
- პროგრამის ფარგლებში გაცემული კრედიტის პროგრამით განსაზღვრული პირობების შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაცია/რეფინანსირებისას;
- იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმებისას;
- სესხის მიზნობრიობის დარღვევისას (მიზნობრიობის დარღვევად ითვლება თუ მსესხებელი მიღებულ ფულად სახსრებს არამიზნობრივად (არ შეიძენს, არ ააშენებს ან არ გაარემონტებს ქონებას) გახარჯავს;
- სესხის ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტისას.
სუბსიდირების კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენისთვის კლიენტის მხრიდან წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- მსესხებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
- სამოქალაქო ქორწინების დამადასტურებელი მოწმობა (ქორწინების მოწმობა)
- მარტოხელა მშობლის შემთხვევაში, მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა/განქორწინების მოწმობა
- არასრულწლოვანი შვილის/გერის/შვილად აყვანილის დაბადების მოწმობა.
- შვილად აყვანის შემთხვევაში შვილად აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ქვრივის შემთხვევაში, მეუღლის გარდაცვალების მოწმობა;
სუბსიდიის საპროცენტო სარგებლის გამოთვლის მაგალითი:
გამოვთვალოთ, 3-შვილიანი ოჯახისთვის, რომელზეც ვრცელდება სუბსიდია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1,5 %, მაგრამ არაუმეტეს 8%-ის ოდენობით:
2022 წლის იანვრის მდგომარეობით რეფინანსირების განაკვეთი 10,5%-ია, ხოლო საბანკო სესხის საპროცენტო განაკვეთი პირობითად 13%-ია;
სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სუბსიდიის პროცენტი იქნება რეფინანსირების განაკვეთს 10,5%-1,5%= 9%, თუმცა, ვინაიდან სუბსიდია 8%-ს არ უნდა აღემატებოდეს, სუბსიდიის ოდენობა მაქსიმუმ 8%-ით განისაზღვრება.
პროგრამის ფარგლებში 60 თვის განმავლობაში კლიენტის მიერ გადასახდელი იქნება წლიური 5% (სესხის პროცენტს, რომელიც 13%-ს შეადგენს, გამოკლებული სუბსიდიის პროცენტი რომელიც 8%-ია).