თანხით უზრუნველყოფილი სესხი

 

თუ ანაბარი ტერაბანკში გაქვს გახსნილი და თანხა გჭირდება, უკვე შეგიძლია, დაფინანსება ანაბრის დარღვევის გარეშე მიიღო და არც სარგებელი დაკარგო. 

ტერაბანკი საშუალებას გაძლევს, ისარგებლო შენივე ანაბრით უზრუნველყოფილი სესხით და მისი გადახდის მეთოდიც თავად აირჩიო: დაფარო სესხი სასურველი გრაფიკით ყოველთვიურად ან ვადის ბოლოს ანაბრის თანხიდან. 

 

ანაბრით უზრუნველყოფილი სესხი

სესხის ოდენობა

მინიმალური - 250 ერთეული*


მაქსიმალური- დამოკიდებულია დეპოზიტის მოცულობაზე**

სესხის ვადა

მინიმალური- შეუზღუდავია 


მაქსიმალური- განისაზღვრება ანაბრის ვადის შესაბამისად

სესხის გამოყოფის საკომისიო

0.5%

სესხის ვალუტა

ლარი/ USD/ EUR

წლიური საპროცენტო განაკვეთი     

უცხოური ვალუტის შემთხვევაში - ანაბრის საპროცენტო განაკვეთს დამატებული 4%;
ლარის შემთხვევაში - ანაბრის საპროცენტო განაკვეთს დამატებული 4% არანაკლებ 12% -ისა;

სესხის უზრუნველყოფა

როგორც მსესხებლის, ასევე მესამე პირის სახელზე გახსნილი ვადიანი და ზრდადი დაგროვებადი ტიპის ანაბარზე განთავსებული თანხა (სესხის უზრუნველსაყოფად დასაჯავშნი თანხა ტოლი უნდა იყოს  სესხის თანხისა  და მასზე დასარიცხი პროცენტის);
სესხის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დაიჯავშნოს რამდენიმე ანაბარზე არსებული თანხა;
თუ სესხის თანხა აღემატება 50000 აშშ დოლარს, ან მის ექვივალენტს,  სავალდებულოა  დეპოზიტის მოთხოვნის უფლების  საჯარო რეესტრში დარეგისტრირება. 

სესხის დაფარვის პირობა

ვადის ბოლოს /ანუიტეტით (კლიენტის სურვილისამებრ)

სესხის წინსწრებით დაფარვის  ჯარიმა

0%

სესხის გაცემის პირობები

სესხი გაიცემა ერთ ტრანშად

ვადაგადაცილების ჯარიმა

ვადაგადაცილებული თანხის 0.2 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 

 

*თუ სესხის ვალუტა ანაბრის ვალუტის შესაბამისია, სესხის თანხა და მასზე დასარიცხი პროცენტი არ უნდა აღემატებოდეს ანაბრის თანხის 95%-ს.

**თუ სესხის ვალუტა და ანაბრის ვალუტა განსხვავდება, სესხის თანხა და მასზე დასარიცხი პროცენტი არ უნდა აღემატებოდეს ანაბრის თანხის 90%-ს. კონვერტაცია უნდა მოხდეს კომერციული კურსით. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 300 000 ლარამდე სესხების გაცემა შესაძლებელია უცხოურ ვალუტაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სესხი სრულადაა უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში.

 

განაცხადის ფორმა

Security Code