თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენთან დაცულია

 

2024 წლის 01 მარტიდან ძალაში შედის პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ახალი კანონი.

სს ტერაბანკი გიზიარებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რის საფუძველზე, რა მიზნით, რა ოდენობით  და რა ვადით ამუშავებს ბანკი თქვენს შესახებ პერსონარულ ინფორმაციას, როგორ ხდება თქვენი პერსონალური მონაცემის მოპოვება და როგორ არის დაცული ჩვენთან თქვენი პერსონალური მონაცემები.


პერსონალური მონაცემი არის თქვენი  პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.) ასევე, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, სოციალური, დემოგრაფიული, ტრანზაქციასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მონაცემები, ქცევითი, ტექნოლოგიური, საკომუნიკაციო, ადგილმდებარეობასთან (ლოკაცია) დაკავშირებული მონაცემები, ღია წვდომის მონაცემები და საჯარო ჩანაწერები. 

თქვენი მონაცემების  დამუშავების საფუძვლები:

  • თქვენი განაცხადი;

  • ბანკსა და თქვენს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;

  • თქვენი თანხმობა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებაზე;

  • ჩვენი კანონისმიერი ინტერესები;

  • ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება;

  • კანონით გათვალისწინებული შემთხვევები.

 

წყაროები, საიდანაც ვახორციელებთ თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვებას:

  • თქვენ მიერ ბანკის პროდუქტებითა და მომსახურებებით სარგებლობა;

  • ბანკის მომხმარებლად ან ონლაინ სერვისებზე თქვენ მიერ განხორციელებული რეგისტრაცია;

  • სატელეფონო კომუნიკაცია ან ფილიალში ვიზიტი;

  • ჩვენი ვებგვერდი, რომელსაც იყენებთ/გამოიყენებთ, მობილური აპლიკაცია და ონლაინ საკონსულტაციო ფუნქციონალი (ონლაინ ჩათი); 

  • თქვენ მიერ ფოსტით ან ელ. ფოსტით გამოგზავნილი წერილები; 

  • ღია ბანკინგის მომსახურება;

  • ორგანიზაციები, საიდანაც ხდება ინფორმაციის მოპოვება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, შემოსავლების სამსახური, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, საკრედიტო სააგენტოები, საკრედიტო საინფორმაციო ბიურო, სხვა ფინანსური ინსტიტუტები.

 

რა მიზნით ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს:

  • თქვენთვის საბანკო მომსახურების გასაწევად (მათ შორის, დისტანციური მომსახურების გასაწევად);

  • თქვენი გადახდისუნარიანობის ანალიზის ან/და მიმდინარე ვალდებულებების მონიტორინგისათვის;

  • ჩვენი და ჩვენი კლიენტების რისკების სამართავად;

  • თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებების და ვალდებულებების განსახორციელებლად;

  • თქვენი და ბანკის ინტერესების დაცვის მიზნით;

  • თქვენი პრეტენზიების განსახილველად და მოსაგვარებლად; 

  • ჩვენი და თქვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად (ჩვენ ვახორციელებთ ვიდეომონიტორინგს დანაშაულის თავიდან აცილების, მისი გამოვლენის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის ან/და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისთვის, ასევე, ვახორციელებთ  აუდიომონიტორინგს მომსახურების გაუმჯობესებისა და იურდიული ძალის მქონე მტკიცებულების შექმნის მიზნით); 

  • საბანკო საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;

  • ფინანსური დანაშაულის გამოსავლენად, გამოსაძიებლად, ანგარიშგებისა და პრევენციისათვის;

  • მონაცემთა განახლებისა და საბანკო პროცესების/საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;

  • კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად.

 

როგორ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს:

თქვენთვის არსებითი მნიშვნელობის შედეგის მქონე გადაწყვეტილებას ვიღებთ ავტომატიზებულად, პროფაილინგის საფუძველზე, რაც გულისხმობს ჩვენი კლიენტების დაჯგუფებას გარკვეული ინტერესებისა და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით, რასაც შემდგომ ვიყენებთ კლიენტების საჭიროებების შესასწავლად, მათზე მორგებული პროდუქტებისა თუ მომსახურებების შექმნისა და შეთავაზებისთვის.

ამასთან, თქვენ უფლება გაქვთ უარი თქვათ თქვენი მონაცემების ავტომატურ დამუშავებაზე და მოითხოვოთ ადამიანური რესურსის ჩართვა,  თუ აღნიშნული წარმოშობს სამართლებრივ, ფინანსურ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის შედეგს თქვენთვის.  


მონაცემების დაჯგუფება 

  • დოკუმენტური - პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, ავტომობილის მართვის მოწმობა და პიროვნების მაიდენტიფიცირებელი სხვა დოკუმენტი.

  • სახელშეკრულებო - დეტალური ინფორმაცია ბანკის მიერ თქვენთვის მიწოდებული საბანკო პროდუქტებისა და გაწეული მომსახურების შესახებ.

  • ფინანსური - ინფორმაცია თქვენი შემოსავლის შესახებ, საკრედიტო ისტორია, თქვენი შემოსავლების ანალიზი მომავალი დაკრედიტების მიზნით, შესრულებული ტრანზაქციების ინფორმაცია (ქცევა).

  • სოციო-დემოგრაფიული - ინფორმაცია თქვენი მოქალაქეობის, განათლების, სოციალური სტატუსის/ შემოსავლების შესახებ.

  • ტრანზაქციასთან დაკავშირებული - თქვენი საბანკო ანგარიშის ნომერი, თქვენს ანგარიშებზე განხორციელებული შემოსავალი/გასავალი, თქვენი ანგარიშებიდან განხორციელებული გადახდები/გადარიცხვები, როდის და სად განხორციელდა აღნიშნული ტრანზაქციები.

  • ადგილმდებარობასთან დაკავშირებული - მონაცემები თქვენს ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ბანკმა მოიპოვოს თქვენი მობილური ტელეფონის საშუალებით, კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის მისამართიდან (IP მისამართი), ან იმ ობიექტის ადგილმდებარეობიდან, სადაც თქვენი ბარათის საშუალებით ახორციელებთ საბანკო ოპერაციებს.

  • ქცევითი მონაცემები - დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს პროდუექტებსა თუ მომსახურებას. 

  • ტექნოლოგიური - ტექნიკა/მოწყობილობების (ტელეფონი, კომპიუტერი და სხვ.) შესახებ ინფორმაცია, რომლებსაც იყენებთ ჩვენი პროდუქტების ან მომსახურებებით სარგებლობისას.

  • ღია წვდომის მონაცემები და საჯარო ჩანაწერები - საჯარო წყაროებში თქვენ შესახებ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, საჯარო საარჩევნო სიებში არსებული ინფორმაცია, ასევე, სხვა ინფორმაცია, რომელიც ინტერნეტ სივრცეში კანონიერად არის ხელმისაწვდომი.

  • განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები (მათ შორის, ბიომეტრიული) - გენეტიკური და ბიომეტრიული მონაცემები (ხმის ბიომეტრიული მონაცემი, ქცევის ბიომეტრიული მახასიათებელი და ა.შ.), ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემები, ინფორმაცია ნასამართლობის, ადმინისტრაციული პატიმრობის, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების, პირთან საპროცესო შეთანხმების დადების, განრიდების, დანაშაულის მსხვერპლად აღიარების ან დაზარალებულად ცნობის შესახებ.


 „მზა ჩანაწერები" (Cookies)
იმისათვის, რომ თქვენ გაგიადვილოთ ბანკის ვებ-გვერდით სარგებლობა და გავაუმჯობესოთ მისი ფუნქციონირების ხარისხი, ჩვენ ვიყნებთ ე.წ. „მზა ჩანაწერებს" (Cookies). „მზა ჩანაწერები" მცირე ზომის ფაილებია, რომლებიც ვებ-გვერდზე ვიზიტისას ინახება მომხმარებლის კომპიუტერში, მობილურ ტელეფონში ან  სხვა ტექნიკურ მოწყობილობაში. 

თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უარი თქვათ აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებაზე, თუმცა, ამ შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა, ვერ შეძლოთ ვებგვერდით სრულად სარგებლობა.

 

მონაცემთა გადაცემა
კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თანხმობის მიღების შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს ბანკთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ პირებს იმ პირობით, რომ სრულად იქნება დაცული გადაცემული პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება.

მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემისას ბანკი ცალსახად ხელმძღვანელობს თქვენი საუკეთესო ინტერესებით, მოიპოვებს კანონმდებლობით დადგენილ ყველა საჭირო თანხმობას და შემოიფარგლება მხოლოდ იმ მოცულობის მონაცემების გაზიარებით, რაც აუცილებელია კონკრეტული მიზნის მისაღწევად, თქვენი და ბანკის კანონიერი ინტერესების დასაცავად, მომსახურების სათანადო წესით გასაწევად.  


 
პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება
მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისათვის ბანკს დანერგილი აქვს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ყველა ტექნიკური უზრუნველყოფა, რომელიც შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.
ბანკის ინფორმაციული/ტექნოლოგიური რესურსი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს ინფორმაციის დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.


 
არასრულწლოვან პირთა მონაცემების დამუშავება

არასრულწლოვნის შესახებ მონაცემთა დამუშავებას ვახორციელებთ არასრულწლოვნის  თანხმობის საფუძველზე თუ მან 16 წლის ასაკს მიაღწია, ხოლო 16 წლამდე არასრულწლოვნის შესახებ მონაცემებს ვამუშავებთ მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

არასრულწლოვნის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებას ვახორციელებთ მხოლოდ მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.


გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემთა დაცვა

გარდაცვლილ პირთა მონაცემების დამუშავებას ვახორციელებთ მხოლოდ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.

 

პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა
თქვენი პერსონალური მონაცემები ბანკში ინახება იმ მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით, რა მიზნითაც იქნა მოპოვებული აღნიშნული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ბანკი ხელმძღვანელობს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით. 
 

პირდაპირი მარკეტინგი


პირდაპირი მარკეტინგი -  თქვენი  პერსონალურ მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი) ჩვენ მიერ მუშავდება იმისათვის, რომ შევძლოთ თქვენი ინტერესების გათვალისწინებით, თქვენზე მორგებული საბანკო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით (მათ შორის, ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით). შეთავაზება შესაძლოა, მოიცავდეს კვლევებში, გამოკითხვებში, წამახალისებელ გათამაშებებებში მონაწილეობის მიღების შესახებ ინფორმაციას. 
თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს უკან გაიხმოთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის მონაცემების დამუშავებაზე გაცხადებული თანხმობა. 
ამისათვის შეგიძლიათ:

  • მოგვწეროთ შეტყობინება ბანკის დისტანციური არხების (ინტერნეტბანკის ან მობაილბანკის მეშვეობით);

  • მობრძანდეთ ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

თქვენ მიერ  პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავების შესახებ თანხმობის გახმობის შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ აღნიშნული მიზნით მონაცემთა დამუშავებას თქვენი მომართვიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის  კვლავ საინტერესო გახდება ჩვენი საბანკო მომსახურება ან რომელიმე ჩვენი პროდუქტი, მიუხედავად თქვენ მიერ გაცხადებული უარისა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავების თაობაზე, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, თქვენთვის სასურველი არხით მოგვმართოთ და  განაახლოთ თქვენი თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავების თაობაზე.
ჩვენ შეგვიძლია პერიოდულად, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, შეგახსენოთ თქვენი ამ უფლების გამოყენების თაობაზე.

 

ჩვენ გირჩევთ

  • თქვენი პერსონალური მონაცემების თქვენი ნების საწინააღმდეგოდ გაზიარებისა და უკანონო გამოყენების თავიდან ასაცილებლად, თქვენ მიერ მისი გამჟღავნებისას დაიცვათ შემდეგი წესები:

  • თქვენი პერსონალური მონაცემები დააფიქსიროთ მხოლოდ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე - https//www.terabank.ge ან/და ინტერნეტ ბანკის გვერდზე - https://ebanking.ge/login ამასთან, დარწმუნდეთ, რომ ვებგვერდზე წვდომას ახორციელებთ დაცული ქსელით (არ იყენებთ საჯარო ქსელს);

  • არ გაუმჟღავნოთ მესამე პირებს თქვენი პერსონალური მონაცემები/კონფიდენციალური ინფორმაცია;

  • არ შეინახოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ისეთ მოწყობილობებში, რომლებიც არ არის დაცული შესაბამისი პაროლით და რომელზეც წვდომა მარტივად შეიძლება ჰქონდეთ მესამე პირებს;

  • საბანკო მომსახურებების მისაღებად ისარგებლოთ მხოლოდ თქვენი პირადი მოწყობილობებით, ამასთან, არ დაამახსოვრებინოთ სისტემას თქვენი მომხმარებელი და პაროლი;

  • საკონტაქტო ინფორმაციად გამოიყენოთ მხოლოდ თქვენივე პირადი ინფორმაცია (ისარგებლეთ მხოლოდ თქვენი პირადი ტელეფონის ნომრით, ელექტრონული ფოსტით და სხვა ინფორმაციით, რომლის მეშვეობითაც, შესაძლებელი იქნება თქვენი დამატებითი ვერიფიკაცია);

  • დისტანციური/ონლაინ საბანკო ოპერაციების განხორციელებისას, დარწმუნდეთ, რომ იყენებთ უსაფრთხო საძიებო სისტემას (ბრაუზერს) და თქვენი მოწყობილობა აღჭურვილია უსაფრთხოებისათვის საჭირო ყველა პროგრამული უზრუნველყოფით (ანტივირუსი და სხვ.)

 

იცოდეთ თქვენი უფლებები
თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ, შევწყვიტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, წავშალოთ, გავანადგუროთ ან შევავსოთ მონაცემები, განვაახლოთ და გავასწოროთ ისინი, თუ არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ ან დროებით დავბლოკოთ მონაცემთა დამუშავება;


დაბლოკვა გულისხმობს:
პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, როდესაც თქვენ სადავოს ხდით მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს; როდესაც დამუშავება უკანონოა, თუმცა, თქვენ უარს აცხადებთ/ეწინააღმდეგებით პერსონალური მონაცემების წაშლას და სანაცვლოდ ითხოვთ მონაცემების გამოყენების შეზღუდვას; ბანკს აღარ ესაჭიროება პერსონალური მონაცემები დამუშავების მიზნებისთვის, მაგრამ იგი საჭიროა თქვენ მიერ სამართლებრივი მოთხოვნის დადგენის/განხორციელების, ან პრეტენზიებისგან/სარჩელებისგან დაცვისთვის. 


მონაცემთა დაბლოკვის მიუხედავად, ამ მონაცემთა დამუშავება შეიძლება გაგრძელდეს, თუ ეს აუცილებელია თქვენი ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, აგრეთვე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნებისთვის.


დაბლოკვის თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ გეცნობებათ მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა. ამასთან,  ჩვენი მხრიდან უარს მიღების შემთხვევაში უფლება გაქვთ გაასაჩივროთ იგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან/და სასამართლოში.


უფლება გაქვთ, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, ასევე განახლების, უზუსტობის შესწორების შესახებ ინფორმაცია მიიღოთ ჩვენი მხრიდან შესაბამისი მოქმედების განხორციელებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ამასთან, ჩვენი მხრიდან უარს მიღების შემთხვევაში უფლება გაქვთ გაასაჩივროთ იგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან/და სასამართლოში.

 

თქვენ უფლება გაქვთ, გაეცნოთ ბანკში დაცულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა,   მოითხოვოთ მათი ასლების გაცემა.

 

რა სახის ინფორმაცია შეგიძლიათ გამოითხოვოთ:

  • რა მონაცემებს ვამუშავებთ;

  • რა მიზნით ვამუშავებთ;

  • რა სამართლებრივი საფუძველი გვაქვს თქვენი პერსონალური მონცემების დამუშავებისთვის;

  • როგორ მუშავდება თქვენი მონაცემები; 

  • რა ვადით ინახება თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენთან;

  • ვისთან, რა მიზნით, რა მოცულობით მოხდა თქვენი მონაცემების გაზიარება.

ინფორმაციის გამოთხოვა შეგიძლიათ  თქვენთვის მისაღები ნებიმიერი ფორმით, პასუხი  დაგიბრუნდებათ იმავე ფორმით, რა ფორმითაც დააფიქსირებთ მოთხოვნას.


თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენ მოგაწვდით აღნიშნულ ინფორმაციას ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უარს გეტყვით მის გაცემაზე 10 სამუშაო დღის ვადაში. ამასთან,  აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ გეცნობებათ.  

თქვენ უფლება გაქვთ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან/და სასამართლოს.
თქვენ უფლება გაქვთ თქვენი მოთხოვნის/პრეტენზიის დასაფიქსირებლად მიმართოთ ბანკს შემდეგი არხებით:

  • სს ტერაბანკის  სატელეფონო სერვის ცენტრში დაკავშირების გზით: +995 32 2 255 00 00;

  • სს ტერაბანკის ფილიალებსა და სერვისცენტრებში პრეტენზიის წერილობითი ფორმის შევსებით;

  • ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: info@terabank.ge


ჩვენთან თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის უზრულვენყოფაზე იზრუნებს პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი, ნინო გაიპარაშვილი: 

  • ელექტრონული ფოსტა: pdp.officer-ng@terabank.ge 

  • ტელ: (+995 32) 255 00 00 (1249)

განაცხადის ფორმა

Security Code