ანაბრის სპეციალური გამოშვება

       სანამ მობილური ოპერატორების შემოთავაზებული ტარიფები ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდებოდა, ისე ხშირად ვაპორტირებდი ნომერს ერთიდან მეორეზე და მეორიდან - მესამეზე, საბოლოოდ მავიწყდებოდა, რომელი ქსელის მომხმარებელი ვიყავი. თითქმის არასდროს ვიცოდი, სად უნდა ჩამერიცხა თანხა, მაგრამ მერე რა, მთავარია უფრო მომგებიანად ვიყენებდი პროდუქტს და ნაკლებს ვხარჯავდი. ნაკლების დახარჯვა, რა თქმა უნდა, არასდროს იყო საგრძნობი, მაგრამ ძალიან ვამაყობდი ფაქტით, რომ არჩევანს თავად ვაკეთებდი.

როცა რომელიმე ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს პროდუქტს, უეჭველად უნდა გაითვალისწინოს, რომ ადამიანები აფასებენ არჩევანის თავისუფლებას. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა არჩევანი მათთვის მომგებიანია. ჩვენ, მომხმარებლებმა კი, რაიმეს მიღებისას უბრალოდ არ უნდა შევჩერდეთ იოლ გზაზე. ეკონომიკის ერთ-ერთ ლექციაზე, მახსოვს ლექტორმა ახსენა, რომ გამოცდილი ეკონომისტები და მარკეტოლოგები, ხშირად იღებენ სასურველ შედეგს, ამ შედეგის იოლ გზაში “ჩაშენებით”. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ერთი კილოგრამი ვაშლი თუ სახლში მიტანის სერვისით 8 ლარი ღირს, ხოლო სახლთან ახლოს, სუპერმარკეტში იგივე ვაშლი 80 თეთრი, ჩვენ ხშირად ვარჩევთ 8 ლარის გადახდას. ასე რომ, ნუ აირჩევ მარტივ გზას, გამოიყენე არჩევანის საშუალება უკეთეს პოზიციაზე მოსახვედრად.

“რას ნიშნავს კონვერტირებადი ანაბარი და რატომ გავუკეთე ამხელა შევასავალი?” აი, ხომ თავისთავად ზღაპარია, რომ შესავლის წაკითხვის შემდეგ, ეს კითხვა გაგიჩნდა, მაგრამ ფაქტია, რომ როგორმე უნდა დაისვას. კონვერტირებადი ანაბარი ზუსტად ის არჩევანის საშუალებაა, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდი და რომლის მომხმარებლისთვის მიწოდებაც, აქ და ახლა აუცილებელი იყო. შენ შეგიძლია განსაზღვრო რომელი ეკონომიკური მდგომარეობისას, რა ვალუტაში გენახებოდეს თანხა. მხოლოდ მსგავსი ანაბარი გაძლევს საშუალებას, რომ მოცემული ვადის განმავლობაში, თანხა სასურველ ვალუტაში, 12 თვის განმავლობაში, ნებისმიერ დროს შეღავათიანი კურსით დააკონვერტირო. დიახ, ეს არის რამდენიმე დამატებითი ნაბიჯი, თუმცა ჩემი ტელეფონის ნომრის პორტირება ან ნებისმიერი შემდეგ გაკეთებული არჩევანი, არასდროს ყოფილა ასეთი საჭირო და მომგებიანი.

გარდა იმისა, რომ ვალუტის ცვალებადობასთან ერთად, გარკვეული რაოდენობის თანხის დაკარგვის საფრთხეს ირიდებ, კონვერტირებადი ანაბრის მაღალი საპროცენტო განაკვეთი, ასევე ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომ მრავალ სხვას შორის, კონკრეტულად ის აირჩიო. მთელი ეს ამბავი ძალიან ჰგავს, ბავშვობაში მშობლები რომ ყულაბას გვიტეხავდნენ და ერთ კვირაში, 5-ის ნაცვლად, 7-8 ლარს გვიბრუნებდნენ. მოკლედ, შენ ინახავ ფულს, და გარდა ამისა, აზღვევ სავალუტო რისკს. 12 თვის შემდეგ კი გხვდება გაცილებით მეტი. გაცილებით მეტში არ ვგულისხმობ საშუალო სტატისტიკურ “გაცილებით მეტს”, ვგულისხმობ მაღალი პროცენტით დარიცხულ სარგებელს.

საჩუქრებიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. მაგალითად, თუ 3000-იდან 10000-მდე იქნება შენი თანხა, საჩუქრად მიიღებ ვიზა კლასიკს. ხოლო, 10000-იდან და ზემოთ - ვიზა გოლდს. ორივე შემთხვევაში SMS დიჯიპასიანი ინტერნეტბანკი უფასოა. ასევე გაითვალისწინე ისიც, რომ კონვერტირებად ანაბარზე შეგიძლია მხოლოდ 100 000-მდე ლარი/აშშ დოლარი/ევრო შეგიძლია შეიტანო.
მოკლედ, ნუ იქნები ის, ვისაც მარტივი და ძვირი ყოველდღიურობა აქვს. აკონტროლე შენი ანგარიშები, მოაწყვე “უოლ სტრიტი” შენივე ანაბარზე, მართე საკუთარი თანხები და მიიღე მეტი.

განაცხადის ფორმა

Security Code