ისტორია

1999 წლიდან ტერაბანკი ქართულ საფანანსო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს. 2015-2016 წლებში განხორციელებული რებრენდინგის შედეგად, ბანკმა პოზიციონირება, ფილიალების კონცეფცია თუ კომუნიკაცია მთლიანად შეცვალა და ფუნქციონირება სრულიად განახლებული სტრატეგიით გააგრძელა.


ტერაბანკის აქციების 65%-ს არაბეთის გაერთიანებული საემიროების ტოლერანტობის მინისტრი, მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი ფლობს, რომელიც, ამავდროულად, „დაბი ჯგუფს“ ხელმძღვანელობს. 


ამჟამად ტერაბანკი წარმოადგენს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც მომხმარებელს ფინანსური თავისუფლების მისაღწევად მაღალი სტანდარტის, სწრაფ, მოქნილ, უნივერსალურ და პერსონალიზებულ პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. ტერაბანკის სტრატეგიული სეგმენტი მცირე და საშუალო ბიზნესია და როგორც სანდო ფინანსური პარტნიორი, მუდმივად უქმნის მას დამატებით მოტივაციასა და ახალ შესაძლებლობებს.
 

განაცხადის ფორმა

Security Code