მენეჯმენტი

თეა ლორთქიფანიძე

გენერალური დირექტორი

თეა ლორთქიფანიძე ტერაბანკის გენერალური დირექტორის პოზიციას 2014 წლის მაისიდან იკავებს. მას ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2008-2013 წლებში თიბისი ბანკის რისკების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. 2007-2008 წლებში რისკების დირექტორის მოადგილე იყო, 2004-2006 წლებში - თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორი. სხვადასხვა დროს იყო კრედიტინფო საქართველოს, მიკროსაფინანსო კომპანია ,,კრედოს,’’ თიბისი ლიზინგის და უძრავი ქონების მართვის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, საქართველოს სალიზინგო ასოციაციის პრეზიდენტი. 1993-2003 წლებში თეა სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა თიბისი ბანკში.

 

თეა 1988-1993 წლებში სწავლობდა და დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო- ეკონომიკური ფაკულტეტი. 1999-2000 წლებში სწავლა ESM-ის მაგისტრატურაზე განაგრძო, ხოლო 2008-2013 წლებში წარმატებით დაასრულა ამერიკის ბიზნეს ასოციაციის საბანკო სკოლა.

თეიმურაზ აბულაძე

რისკების დირექტორი

თემურ აბულაძე ტერაბანკის რისკების დირექტორის პოზიციას იკავებს 2015 წლის იანვრიდან. იგი გუნდს 2014 წლის ნოემბერს შემოუერთდა, როგორც რისკების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მას აქვს საბანკო და საფინანსო სფეროში მოღვაწეობის 15 -წლიანი გამოცდილება. 2009-2014 წლებში ხელმძღვანელობდა ლიბერთი ბანკის საკრედიტო რისკების მართვის მიმართულებას, ხოლო 1999-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს ბანკში საკრედიტო რისკების მართვის სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის- საკრედიტო რისკების ანალიტიკოსად(1999-2000წწ), საკრედიტო რისკების ანალიზის განყოფილების უფროსად (2000-2001წწ) და საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ (2001-2006წწ). 2006-2009 წლებში თემური მუშაობდა გეოპრომაინინგის ჯგუფში, რომელიც ფლობდა საწარმოებს სამთო-მომპოვებით სფეროში საქართველოსა (სს მადნეული და შპს კვარციტი) და სომხეთში, 2007-2009 წლებში იგი სს „აგარაკის სპილენძ-მოლიბდენის კომბინატის“ ფინანსური დირექტორი იყო.

 

თემური  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრია.

დავით ვერულაშვილი

კომერციული დირექტორი

დავით ვერულაშვილი ტერაბანკის კომერციული დირექტორის პოზიციაზე 2020 წლის ნოემბერში დაინიშნა. მას საბანკო სფეროში საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. დავითის კარიერა 2000 წელს, MBG ბანკში (პროკრედიტ ბანკი) დაიწყო, სადაც იგი ჯგუფის უფროსის, უფროსი სესხის ოფიცრისა და საკრედიტო დეპარტამენტის უფროსის პოზიციებს იკავებდა.

 

2003 წელს მისი საქმიანობა პროკრედიტ ბანკში გაგრძელდა, ამჯერად იგი ჯერ ცენტრალური ფილიალის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსად, შემდეგ ფილიალის მმართველის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. 

 

2006-2008 წლებში დავით ვერულაშვილი  საქართველოს ბანკში, კორპორატიული და საინვესტიციო ბანკინგის დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. შემდეგ მან კვლავ პროკრედიტ ბანკში გადაინაცვლა კორპორატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელად, 1 წლის შემდეგ კი კარიერა უკვე ლიბერთი ბანკში გააგრძელა, სადაც 11 წლის განმავლობაში მუშაობდა: იყო კორპორატიული და სავაჭრო ბანკინგის უფროსის მოადგილე, 2013 წლიდან გენერალური დირექტორის მოადგილე და კორპორატიული საბანკო საქმიანობის დირექტორი. 

 

დავითმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი 2001 წელს, გამოყენებითი მათემატიკის, ინფორმატიკისა და საწარმოების მენეჯმენტის განხრით მიიღო.
 

სოფიო ჯუღელი

ფინანსური დირექტორი

სოფიო ჯუღელი ტერაბანკის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე 2016 წლის 1 აგვისტოს დაინიშნა. იგი გუნდს 2015 წლის 27 აპრილს შემოუერთდა, როგორც ბანკის ფინანსური დირექტორის მოადგილე. მას საქართველოს კომერციულ ბანკებში წამყვან ფინანსურ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სოფიო 2001 წლიდან იკავებდა თიბისი ბანკის მთავარი ბუღალტრის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კონტროლის განყოფილების უფროსის, ფინანსური დეპარტამენტის უფროსისა და ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციებს. იგი ტერაბანკში ხელმძღვანელობს ხაზინის, ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვის, ფინანსური რისკებისა და რეპორტინგის და ბიუჯეტირების, ანალიზისა და IFRS განყოფილებებს. აგრეთვე იგი კურირებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობას.

სოფიო ჯუღელს გააჩნია ESM-ის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. იგი ამასთანავე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მაგისტრი.

ვახტანგ ხუციშვილი

ოპერაციული დირექტორი

ვახო ხუციშვილი ტერაბანკის ოპერაციული დირექტორის პოზიციაზე 2014 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა. 2013 წელს მუშაობდა რესპუბლიკა ბანკში ცენტრალური ბექ ოფისის სამსახურის უფროსად, ხოლო 2009-2013 წლებში ლიბერთი ბანკში ხელმძღვანელობდა დაგეგმარებისა და კონტროლის დეპარტამენტს. 2009 წელს ლიბერთი ბანკის საბანკო არხების განვითარების დეპარტამენტს უძღვებოდა. 2005-2008 წლებში მუშაობდა ლიბერთი ბანკის  სხვადასხვა დეპარტამენტში წამყვან პოზიციებზე. 2003-2005 წლებში გახლდათ კომპანია ,,კარდიოექსპრესის’’  ფინანსური მენეჯერი.

 

ვახო ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტის მაგისტრია. 1998-2002 წლებში აგრეთვე სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აქვს ორგანიზაციული მენეჯმენტისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი.
 

განაცხადის ფორმა

Security Code