აქციონერები

სს „ტერაბანკის“ აქციონერთა შემადგენლობა და აქციათა გადანაწილება 2014 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით:

  • შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი - 65%

  • შეიხი მანსურ ბინ ზაედ ბინ სულთან ალ ნაჰაიანი - 15%

  • შეიხი მოჰამად ბუტი ალ ჰამედი - 15%

  • შპს „ინვესტმენტ ტრეიდინგ გრუპ“ – 5%

 

მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი

 

მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი 1992 წლიდან არაბეთის გაერთიანებული საამიროების ფედერალური მთავრობის წევრია და ამჟამად ტოლერანტობის მინისტრის პოსტს იკავებს.

თავდაპირველად იგი გახლდათ უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მინისტრი, 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების სამინისტროს, ხოლო 2016-2017 წლებში იკავებდა კულტურისა და ცოდნის განვითარების მინისტრის თანამდებობას.

პარალელურად, მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი გამოყენებითი კვლევისა და ტრენინგის მაღალტექნოლოგიური ცენტრის საბჭოს თავმჯდომარე, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ტურიზმისა და სიძველეთა დაცვის საბჭოს პრეზიდენტი და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მომავლის ცენტრის საპატიო პრეზიდენტია.

1983-2018 წლებში მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიანი არაბეთის გაერთიანებული საამიროების უნივერსიტეტის კანცლერი იყო, 1988-2013 წლებში კი იგივე პოზიცია  ტექნოლოგიების უმაღლეს კოლეჯში ეკავა, იყო ზაიედის უნივერსიტეტის კანცლერიც.

შეიხი ნაჰაიანი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესჯგუფის, Dhabi Group-ის მფლობელია. იგი სხვადასხვა სფეროში ოპერირებს, მათ შორისაა ტურიზმი, მშენებლობა, უძრავი ქონება, განვითარება და მართვა, წარმოება, საზღვაო ჭაბურღილები, საბანკო და ფინანსური სერვისები და ა.შ. Dhabi Group-მა საქართველოში პირველი ინვესტიცია 2007 წელს „კორ სტანდარტ ბანკსა“ (ამჟამად „ტერაბანკი“) და სასტუმრო „ბილტმორში“ განახორციელა.

მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიანი დიდ ბრიტანეთში — ოქსფორდის უნივერსიტეტის მილფილდის სკოლასა და მაგდალენ კოლეჯში სწავლობდა. საუნივერსიტეტო ხარისხი მას მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში აქვს მიღებული.
 

განაცხადის ფორმა

Security Code