დაზოგე დრო, გააერთიანე სესხები

     

         დილით, ქუჩაში არც ისე ახლო მეგობარი გხვდება და არც ისე კმაყოფილი სახით გესალმება. დღის ბოლომდე, მხოლოდ იმაზე ფიქრობ, რა დააშავე ისეთი, დამოკიდებულება ასე ერთბაშად რომ შეეცვალა. ძილის წინაც გახსენდება მეგობრის გამომეტყველება და უცებ ხვდები, რომ ორი დღის წინ დაბადების დღე ჰქონდა, შენ კი არც მიგილოცავს და რასაკვირველია, საჩუქარიც არ გიჩუქებია. ერთი სული გაქვს, როდის გათენდება და გავარდები რამის საყიდლად. რადგან დააგვიანე, ვალდებული ხარ იმაზე უკეთესი საჩუქარი შეურჩიო, ვიდრე ერთი ჩვეულებრივი დაბადების დღისთვის გაიმეტებდი. თან ისიც კარგად მოგეხსენება, რომ როგორც უნდა ეცადო, დაგვიანების გამო, საჩუქარს ისეთი ოვაციებით არ მიიღებენ. ეს ყველაფერი კი იმიტომ იცი, რომ აქამდეც უამრავი ადამიანის დაბადების დღე დაგვიწყებია. ასევე ხშირად გინატრია, რამე ძალას ისინი ერთ დღეში გაეერთიანებინა, აი, როგორც ახალი წელია.


რა კავშირი აქვს დაბადების დღეებსა და სესხებს, გარდა იმისა, რომ პატარ-პატარა სესხებს ხშირად ზუსტად საჩუქრების საყიდლად ვიღებთ? პასუხი მარტივია: სესხების სიმრავლის შემთხვევაში, მათი დაფარვის თარიღიც იმავე წარმატებით გვავიწყდება, როგორც მეგობრების დაბადების. ეს პირველი მიზეზია, რის გამოც სესხები უნდა გააერთიანო. წარმოიდგინე, მხოლოდ ერთი რიცხვი ანუ ნაკლები, გამოუსადეგარი ინფორმაცია შენს გონებაში.

გგონია არ ვიცი, რომ თარიღის გადავიწყება ისეთი დიდი პრობლემა არ არის, როგორიც ამ სესხების მაღალი პროცენტი? ოღონდ მაღალში არ ვგულისხმობ წარმოსადგენად მაღალს. წარმოსადგენად მაღალი შეიძლება მხოლოდ ჭერი იყოს, რომელშიც კომბლე კომბლებს აწყობდა. მე ვსაუბრობ წარმოუდგენელ სიმაღლეზე. ხშირ შემთხვევაში პროცენტი იმაზე მეტია, ვიდრე ფული, რომელიც ისესხე. ამიტომ ყოველთვის ჯობია, აიღო სამომხმარებლო სესხი, მოსახერხებელი გადახდის გრაფიკით.
გარდა შენზე მორგებული გრაფიკის და პირობებისა, გაერთიანება აუცილებელია თუნდაც იმიტომ, რომ ბევრი პატარა სესხი, ცუდად მოქმედებს საკრედიტო ისტორიაზე.


ფაქტი შემდეგია, თუ გინდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის შეგეძლოს სესხის აღება, ასევე გადაიხადო ერთ რიცხვში და მუდმივად არ ფიქრობდე თარიღებზე, რომლებიც კარგს არაფერს გიქადის, უეჭველად უნდა გააერთიანო სესხები. თუ გგონია, რომ მთებში წასვლა, კლდის წვერზე დადგომა და ღრმად ჩასუნთქვა ყველაზე სასიამოვნო ამოსუნთქვის წინაპირობაა, ძალიან ცდები. არ არსებობს იმაზე ნამდვილი ამოსუნთქვა, ვიდრე სესხების გაერთიანების შემდეგ. ეს კი შეგიძლია ჩვენთან ძალიან მისაღებ პროცენტად გააკეთო და როგორც უკვე გითხარი, შენზე მორგებული გრაფიკით.

 

 

 

განაცხადის ფორმა

Security Code