"აწარმოე საქართველოში" სააგენტოსთან პარტნიორობით
Start-Up სესხი დაინერგა სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში” პარტნიორობით და საშუალებას აძლევს მეწარმეებს, ისარგებლონ სახელმწიფო სუბსიდირებისა და სესხის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობით.
დამწყები მეწარმეების დაფინანსება საპროგნოზო შემოსავლების საფუძველზე ხდება და არსებული შემოსავლები სავალდებულო არ არის.
"აწარმოე საქართველოში" პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ სააგენტოს ვებგვერდს.
სესხის ვალუტა
|
გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში
|
ვადა
|
მაქს. 180 თვე
|
გაცემის საკომისიო
|
0.2%
|
სახელმწიფო სუბსიდია
|
ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%
|
სესხის სახელმწიფო გარანტიის მოცულობა
|
დამტკიცებული სესხის არაუმეტეს 80%-ის მოცულობით
|
პროცენტის სუბსიდიის ვადა
|
სესხის სრული ვადით
|
მიზნობრიობა
|
ძირითადი საშუალებები - 50%/ საბრუნავი საშუალებები - 50%
|
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ფინანსირდება შემდეგი მიმართულებები:
- შესაფუთი მასალების, მათ შორის, მუყაოს, გოფრირებული ტარის წარმოება
- სამშენებლო მასალების, მათ შორის, კერამიკული ნაწარმის, მარმარილოს, გრანიტისა და სხვა ბუნებრივი ქვების წარმოება
- საფეიქრო ნაწარმის, მათ შორის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ძაფის (შალი, აბრეშუმი) წარმოება და ტყავის გადამუშავება
- ქიმიური, მათ შორის, სარეცხი საშუალებების, აქტიური ორგანული ნივთიერებებისა და კოსმეტიკური საშუალებების წარმოება
- ფარმაცევტული წარმოება
- ელექტროტექნიკური მოწყობილობების, მათ შორის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება
- პლასტმასის წარმოება
- ხის გადამუშავება და ავეჯის, მდფ-ის, დსპ-ს წარმოება
- მანქანათმშენებლობა, მათ შორის, სათადარიგო ნაწილების წარმოება
- ლითონის მზა ნაწარმის წარმოება
- სასტუმრო ინდუსტრია
- განათლება
- ჯანდაცვა
- სარესტორნო ბიზნესი