ბანკის მომხმარებლად რეგისტრაციის დისტანციური სერვისი

 

გახდი ტერაბანკის მომხმარებელი ონლაინ და მიიღე სრული საბანკო მომსახურება ფილიალში ვიზიტის გარეშე.

 

ონლაინ დარეგისტრირებული ახალი მომხმარებლისთვის, სატარიფო პაკეტის* გააქტიურებისთანავე, ხელმისაწვდომია ტერაბანკის ყველა საბანკო პროდუქტი სრულიად უფასოდ, მათ შორის: 

  • მულტისავალუტო მიმდინარე და საბარათე ანგარიშები
  • ინტერნეტ და მობაილბანკი - შეასრულე ნებისმიერი საბანკო ოპერაცია დისტანციურად
  • SMS მომსახურება - მიიღე ტექსტური შეტყობინება ანგარიშზე შესრულებულ ოპერაციებზე
  • სადებეტო ბარათი - ისარგებლე ტერაბანკის სასურველი სადებეტო ბარათით
  • ავტომატური სერვისები - დაარეგისტრირე ავტომატური გადარიცხვები და გადახდები და დაზოგე დრო

 

*ინფორმაცია სატარიფო პაკეტების შესახებ იხილე აქ

 

პროცესი სწრაფი და მარტივია, მიყევი მოცემულ ეტაპებს და  დარეგისტრირდი რამდენიმე წუთში:

  • შეიყვანე პირადი და მობილური ტელეფონის ნომერი.
  • შეიყვანე ნომერზე მიღებული სმს კოდი და მონაცემების თანხვედრის შემთხვევაში გადადი შემდეგ ნაბიჯზე.
  • გაიარე იდენტიფიკაცია ცოცხალ რეჟიმში სახისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასურათებით.
  • შეავსე კლიენტად რეგისტრაციისთვის და ანგარიშის გახსნისთვის საჭირო მოკლე კითხვარი.
  • აირჩიე შენთვის სასურველი სატარიფო პაკეტი (მასში შემავალი პროდუქტებით) და საკომისიოს გადახდის პერიოდულობა.
  • შეიყვანე ელ.ფოსტა, კოდური სიტყვა, სასურველი ინტერნეტ/მობაილბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი. 
  • გაეცანი და დაადასტურე შენს მიერ შეყვანილი სრული ინფორმაცია.
  • პროცესის დასრულების შემდეგ, პასუხს მიიღებ SMS შეტყობინების სახით. 

 

 

განაცხადის ფორმა

Security Code