ამბავი ტექნიკის ცვლილებისა, ანუ როგორ ვიპოვოთ საუკეთესო

    სმარტფონი ერთხელ მაინც თუ შეგიცვლია, შერჩევისას უეჭველად გაიფიქრებდი: “აუ, ამხელა ტელეფონი ხელში როგორ დავიჭირო. ჯიბეშიც კი არ ჩამეტევა. მგონი ჩემთვის ზედმეტად დიდია”. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მსჯელობა საერთოდ არაა აზრს მოკლებული და ტექნიკა დიახ, უნდა იყოს პირველ რიგში მოსახერხებელი, მაინც გირჩევ: ნუ შეიძენ სმარტფონს შენი შარვლის ჯიბის ზომის მიხედვით, შეიძინე ის მისი სისქისა და პროდუქტის ხარისხის გათვალისწინებით. 


როგორც გითხარი, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, სმარტფონის თუ ნოუთბუქის განახლებისას, მეათე ხარისხოვანი ვერ გახდება მისი დიზაინი და ზომა. რასაკვირველია, იდეალური ვარიანტი იქნება, თუ საბოლოოდ აღმოაჩენ მსუბუქ და დახვეწილ ტელეფონს, რომელიც “შინაგანადაც” ისეთივე კარგი იქნება, როგორც ვიზუალურად. თუმცა, ეს არც ისე ხშირად ხდება - მულტიფუნქციურობა მსხვერპლს მოითხოვს.  


ისე, ტელეფონების თემას თუ გავაგრძელებთ, ახალ სმარტფონზე ფიქრს ხომ მაშინ იწყებ, როცა მაგალითად, რომელიმე ულამაზეს ადგილს ჩაუვლი საზოგადოებრივი ტრანსპორტით და შენი ტელეფონის კამერა კადრის დასაჭერად არც თუ ისე სწრაფი აღმოჩნდება? ასევე, ვიღაც მეგობრების საუბარი მოვისმინე ადრე, ერთი ეუბნებოდა მეორეს, “ბიჭო, ე, რამდენს გიჭამს შენი?”, მომენტალურად ვცქვიტე ყურები, მეგონა მანქანებსა და ბენზინის ტარიფებზე გაჩაღდებოდა ორთაბრძოლა. საბოლოოდ გავარკვიე, რომ საუბარი სმარტოფნის მეხსიერებაზე იყო. მეხსიერების გარდა, სიჩქარე კიდევ ერთი ფაქტორია, რის გამოც ეს დაწუნებული ტელეფონი, მფლობელის ბებიის ან უმცროსი შვილის ხელში გადადის. 


2018 წელს არჩევანის გაკეთებას მაინც Iphone X-ს, Galaxy S8-ს, Google Pixel 2 XL-სა და Huawei mate 10 pro-ს შორის გირჩევთ. თუმცა, თუ რაიმე უფრო ხელმისაწვდომს ეძებთ, Huawei P10 pro და Iphone 8 იდეალური გადაწყვეტილება იქნება თქვენი მხრიდან. კამერის კუთხით Huawei-სა და Leica-ს თანამშრომლობა, თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ გასული წლის როგორც საუკეთესო გათვლად, ასევე შედეგადაც. 
რაც შეეხება საოჯახო ტექნიკას, კონკრეტული რჩევების მოცემისას ცოტა შეზღუდული ვარ, რადგან ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე გვიწევს მისი შეძენა. ისე, არასდროს გქონია შეგრძნება, რომ შენი სარეცხის მანქანა ცოცხალი არსებაა და ცალ წინდას გამუდმებით გიყლაპავს? და მხოლოდ ესეც არ არის: პირადად მე, იტალიურ ეზოში ვცხოვრობ და ზედა მეზობლის სარეცხის მანქანა ყველა ჩართვისას აქეთ-იქით დარბის, რას მიქვია, სწორი ზედაპირი არ შემირჩიეთ მოსასვენებლადო. მოკლედ, ფრთხილად იყავით მისი შერჩევისას, შესაძლოა მაღაზიიდან ტრანსფორმერი გამოგატანონ, რომელიც სულაც არ იქნება კეთილი. 


შენი აზრით რა უფრო სწორია, სამზარეულო მოარგო ტექნიკას თუ ტექნიკა - სამზარეულოს? ურთიერთგაგება, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, მაგრამ რაიმე კონკრეტული ტექნიკის შეძენისას, საბოლოოდ უპირატესობას მაინც მოცულობით პატარას ვანიჭებთ. მულტიფუნქციურობა აუცილებელია როგორც მიკროტალღური ღუმელის, ასევე გაზქურისა და მაცივრის შემთხვევაში. ფაქტია, რომ ერთ პროდუქტში რამდენიმე ფუნქციის თავსებადობა გაძლევს როგორც მეტ დროს, ასევე მეტ ადგილს სახლში. მაცივრის შეცვლისას ის ცნობილი ხუმრობა გაითვალისწინე და ეცადე ის შეარჩიო, რომელიც “შენი ყოფილის გულზე” ათჯერ მეტად გააციებს ნებისმიერ პროდუქტს. 


მიუხედვად იმისა, რომ ბრენდებს შორის თანაბარი კონკურენციის გამო, საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე საუბარი საკმაოდ რთულია, ვეცდები რამდენიმე სასარგებლო რჩევა მაინც მოგცე. თუ გავითვალისწინებთ როგორც ფასს, ასევე ხარისხს - წელს სარეცხის მანქანებს შორის Samsung WF42H5000Aw საუკეთესოა. მაცივრის შემთხვევაში, Ge Profile PFE28PSKSS refrigerator-ს გირჩევ. ხოლო, გაზქურის შეძენა თუ გაქვს გადაწყვეტილი, ჯობს AEG HD 634170 NB-ზე შეაჩერო არჩევანი.


 ახლა, როცა უკვე იცი, რაზე უნდა გააკეთო აქცენტი და დაახლოებით როგორი უნდა იყოს ტექნიკის ძიებისა და შეძენის პროცესი, ფორმასა და ზომაზე ფიქრსაც გირჩევ. თუმცა, თუ ის, რისი გაკეთებაც ახალი ტელეფონით გსურს, მეტად პრიორიტეტულია, ვიდრე შენი შარვლის ჯიბეების ზომა, გირჩევ ამ უკანასკნელს ჩანთაში მოუძებნო ადგილი. ან იყიდო შარვალი დიდი ჯიბეებით. გადაწყვეტილება შენზეა. უბრალოდ, თუ ფინანსური მხარდაჭერა დაგჭირდა, იცოდე: ჩვენ მეგობრები ვართ და შეგიძლია ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეს.



 

განაცხადის ფორმა

Security Code