ვაკანსიები

მოლარე

 

სს  ,,ტერაბანკი"  თბილისის ფილიალში აცხადებს მიღებას  მოლარის პოზიციაზე. 


ძირითადი მოვალეობები:

 

  • ფიზიკური/იურიდიული პირების ანგარიშებიდან  თანხის მიღება/გაცემა სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერის საფუძველზე
  • ფულადი გზავნილების მიღება/გაცემა
  • ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება
  • ნაღდი ფულის და სხვა ფასეულოებების ინკასაცია
  • კომპეტენციის ფარგლებში ფილიალში ფიზიკური/იურიდიული პირების საბანკო მომსახურება
  • ყველა ვალუტაში ნაღდი ფულის კუპიურული აღრიცხვისა და შესაბამისი ანგარიშგების ფორმების მომზადება და მის მიერ შესრულებული ოპერაციების შესაბამისი დღიური საბუთების შემოწმება და სალაროს წიგნად ფორმირება
  • ფილიალში შემოსული ნაღდი ფულის გადათვლა/ფორმირება

 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

 

  • უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმის ან  ფინანსების განხრით)
  • ბანკში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვის გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა

 

მსურველებს გთხოვთ,  CV   გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@terabank.ge
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა  2019 წლის 20 სექტემბრის, 18:00 სთ.

 
აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 

გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

 

გისურვებთ  წარმატებას!  
 

განაცხადის ფორმა

Security Code