მისია
ჩვენი მისიაა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობითა და გაძლიერებით, მომავლის ლიდერი კომპანიების მხარდაჭერითა და გრძელვადიან პარტნიორობებზე აქცენტირებით, შევქმნათ ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, ადგილობრივი წარმოების გაფართოების, საზოგადოების უკეთესი ცხოვრებისა და ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისთვის.
ხედვა
ჩვენი ხედვაა, პერსონიფიცირებული მომსახურების ყველაზე მაღალი სტანდარტით, მარტივი, მოქნილი პროდუქტებითა და სერვისებით, დამატებითი სარგებლითა და ახალი შესაძლებლობებით, სოციალური პასუხისმგებლობის ხელშესახები და წარმატებული მაგალითებით დავადასტუროთ, რომ ჩვენი ბრენდი მომხმარებლების ერთგულია.