ტერაბანკის სახელფასო პროექტში ჩართვით ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად გაიმარტივონ ხელფასების გაცემის პროცედურა. ამისთვის ტერაბანკი პარტნიორ ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, აირჩიონ მათთვის სასურველი მეთოდი: ჩარიცხონ ხელფასები მოქნილი ინტერნეტ ბანკის დახმარებით ან ელექტრონულად გადაუგზავნონ ბანკს თანამშრომლებისა და მათი ხელფასების სია და ორგანიზაციის ანგარიშიდან ხელფასებს ჩარიცხავს ბანკი.
უპირატესობები კომპანიისთვის:
- ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ ორგანიზაციასთან
- მარტივი პროცედურა თანამშრომლობის დაწყებისთვის
- ნაღდი ფულის მართვით გამოწვეული ხარჯების შემცირება
- თანამშრომელთა სახელფასო განაკვეთების კონფიდენციალურობა
უპირატესობები თანამშრომლებისთვის:
- ტერაბანკისა და პარტნიორი ბანკების ბანკომატების ფართო ქსელი საქართველოს მასშტაბით
- მსოფლიო მასშტაბით სავაჭრო ობიექტებში ბარათით უპროცენტოდ ანგარიშსწორების შესაძლებლობა
- მხოლოდ სახელფასო პროგრამაში ჩართული ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის ექსკლუზიური პირობები საკრედიტო პროდუქტებზე - სესხები, ოვერდრაფტები, საკრედიტო ბარათები
- დისტანციური პროდუქტებით სარგებლობის შესაძლებლობა.