ავტომატური გადარიცხვები

თუ თქვენ გარკვეული პერიოდულობით გიწევთ სტანდარტული გადარიცხვების შესრულება და ამისთვის ხშირად აკითხავთ ბანკს, მაშინ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ავტომატური გადარიცხვების სერვისი დაგეხმარებათ, დაზოგოთ დრო და ბანკში მიუსვლელად განახორციელოთ სასურველი გადახდები.

ავტომატური გადარიცხვები არის თქვენ მიერ ბანკისათვის მიცემული დავალება, თქვენ ნაცვლად დამოუკიდებლად განახორციელოს განსაზღვრული ტიპის გადარიცხვები გარკვეული პერიოდულობით.

 

ავტომატური კომუნალური გადახდები

დაგეხმარებათ დაფაროთ  თქვენ მიერ მითითებული ორგანიზაციის  კომუნალური თუ სხვა ტიპის გადასახადი. ამისთვის საკმარისია, მობრძანდეთ ნებისმიერ ფილიალში და შეავსოთ განაცხადი.

 

მუდმივი დავალებები

მუდმივი საგადახდო დავალების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გადაამისამართოთ თანხები როგორც საკუთარ, ისე სხვა იურიდიული  პირის  ანგარიშებზე, შეავსოთ ანაბარი და ა.შ. ამისათვის თქვენ აძლევთ ბანკს დავალებას, თუ რომელი ანგარიშიდან, რა პერიოდულობით და თანხის რა ოდენობა მიმართოს ბანკმა დანიშნულებისამებრ. 

 

ავტომატური გადარიცხვების ტარიფები იხილეთ ლინკზე

განაცხადის ფორმა

Security Code