სახაზინო ოპერაციები

 

სპოტ ოპერაციები

სპოტი არის გარიგება, რომელიც ხდება იმავდროული ვალუტირებით, ხოლო ანგარიშსწორება ხორციელდება გარკვეული პერიოდის , როგორც წესი ერთი ან ორი დღის შემდეგ.
სპოტ გარიგება კლიენტის მიერ გამოიყენება ვალუტის შეძენის მიზნით უმოკლეს ვადაში.

 

ფორვარდული ოპერაციები

ფორვარდული ოპერაცია არის გარიგება ბანკსა და კლიენტს შორის, რომელიც გულისხმობს კონვერტაციის შესრულებას მომავალში, წინასწარ დადგენილ თარიღსა და გაცვლით კურსში. 

სავალუტო ფორვარდი შეიძლება გამოიყენონ კომპანიებმა, რომლებსაც შემოსავლები და ვალდებულებები აქვთ სხვადასხვა ვალუტაში. 
სავალუტო ფორვარდი კლიენტს ეხმარება დააზღვიოს სავალუტო რისკები და წინასწარ დაადგინოს სამომავლო გაცვლითი კურსი. 

 

სვოპ ოპერაციები

სავალუტო სვოპი წარმოადგენს ბანკსა და კლიენტს შორის ვალუტის ყიდვის და შემდგომ უკან გაყიდვის ოპერაციას ერთი და იგივე თანხებით, რომლის ვალუტირების თარიღი და გაცვლითი კურსი დგინდება წინასწარ გარიგების დადებისას.

სავალუტო სვოპი შეიძლება გამოიყენონ კომპანიებმა, რომლებიც ანგარიშსწორებას ახორციელებენ ეროვნულ ვალუტაში, ხოლო ფულადი სახსრები და შემოსავალი აქვთ უცხოურ ვალუტაში. 

სავალუტო სვოპი ეხმარება კლიენტს თავიდან აიცილოს ეროვნული ვალუტის გაუფასურების რისკი. სვოპ კონტრაქტი საშუალებას აძლევს კლიენტს შეიძინოს ლარი და გარიგების დადებისას წინასწარ აფიქსირებს უცხოური ვალუტის შეძენის სამომავლო გაცვლით კურსს.
 

 

 

 

განაცხადის ფორმა

Security Code