ტერაბანკის ინიციატივა ბიზნესკლიენტების საქმიანობის მხარდასაჭერად

თუ საკუთარ ბიზნესს უძღვებით და თან ტერაბანკის მომხმარებელი ხართ, თქვენი საქმიანობის მხარდასაჭერად ახალი ინიციატივა გვაქვს. 

ბანკში თქვენს საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების 3 სასაჩუქრე პაკეტი შევქმენით: ბრენდინგის, კომუნიკაციისა და ვებპლატფორმების. პაკეტს თქვენი სურვილის მიხედვით არჩევთ. ამასთან, შეგიძლიათ, კომუნიკაციისა და ვებპლატფორმების პაკეტებიდან სერვისები თავადვე შეკრიბოთ და სასურველი მომსახურებების ჩამონათვალი თქვენი საჭიროებების მიხედვით შეადგინოთ.

ინიციატივაში ჩართვა ტერაბანკის ფეისბუქის ოფიციალური გვერდის ან ამ ბმულის დახმარებით შეგიძლიათ. ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ განაცხადი, რომელიც სურვილის შემთხვევაში უნდა შეავსოთ. იჩქარეთ: ინიციატივაში ტერაბანკის პირველი 50 მომხმარებელი ჩაერთვება.  

სასაჩუქრე პაკეტები: 

ბრენდინგის პაკეტი მოიცავს ლოგოსა და ვიზუალური გაიდლაინების შემუშავებას სახელთან და ბრენდის ისტორიასთან ერთად. 

კომუნიკაციის პაკეტი აერთიანებს სოციალური ქსელების გამართვასა და მხარდაჭერას, საკომუნიკაციო მასალების მომზადებასა და განთავსებას. კერძოდ: ფეისბუქის გვერდის გამართვას, სოციალური მედიის შესახებ ტრენინგსა და კონსულტაციას, პოსტების დიზაინისა და ტექსტის შექმნასა და საჭირო სეგმენტზე რეკლამის გაშვებას. ასევე, პაკეტი მოიცავს ტერაბანკის ფილიალების მონიტორებსა და ბანკომატებში რეკლამების გაშვებასა და ტერაბანკის ფეისბუქის გვერდზე სარეკლამო შეთავაზებების განთავსებას.

ვებპლატფორმების პაკეტი მოიცავს ვებსაიტის დამზადებას, სხვადასხვა ონლაინპლატფორმაზე წარდგენასა და ამ ანგარიშების მართვასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევას. კერძოდ: ვებგვერდისა და თემატურ ვებპლატფორმაზე ანგარიშების შექმნასა და გამართვას, მაღალხარისხიანი ფოტომასალის მომზადებას.

ინიციატივაში ჩართვა და განაცხადის შევსება შესაძლებელია 15 ივლისამდე.

განაცხადის ფორმა

Security Code