ესქრო მომსახურება


უძრავი ქონების და ხვადასხვა წილების ყიდვა-გაყიდვა, ასევე, როგორც შუამავლობის გარიგებები ძალიან დიდ რისკთან არის დაკავშირებული. თუმცა, ასეთ დროსაც შესაძლებელია იგრძნო თავი მშვიდად და უსაფრთხოდ. 


ისარგებლე ტერაბანკის ესქრო მომსახურებით - დააზღვიე ყიდვა-გაყიდვისა და საკუთარი უფლებების გადაცემის რისკი. 


რას გულისხმობს ესქრო მომსახურება 


ესქრო არის ყიდვა-გაყიდვისას არსებული გადახდის და საკუთრების უფლების გადაცემის რისკის დაზღვევის მარტივი საშუალება. ესქრო მომსახურების დროს ფორმდება სამმხრივი ხელშეკრულება, სადაც ერთ-ერთ მხარეს ბანკი წარმოადგენს. სწორედ ბანკი არის პასუხისმგებელი დოკუმენტაციის სისწორესა და ოპერაციის მიმდინარეობაზე. ესქრო ანგარიშზე აღირიცხება კონკრეტულ ტრანზაქციაში მონაწილე მხარეების ფულადი სახსრები. ბანკის მიერ შესაბამის მხარეზე თანხის გადაცემა ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესრულდება მხარეებს შორის არსებული ვალდებულებები, ან - ბანკი მიიღებს შესაბამის დავალებას სახსრების გაცემის თაობაზე.

 
ვის შეუძლია ესქრო მომსახურებით სარგებლობა


ესქრო მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე  იურიდიულ პირებს, რეზიდენტებს და არარეზიდენტებს.

ესქრო მომსახურების ტარიფები იხილეთ ლინკზე

განაცხადის ფორმა

Security Code