3D უსაფრთხოება — ტერაბანკის ახალი სერვისი მომხმარებლებს

თუ ინტერნეტგადახდებით ხშირად სარგებლობთ და ონლაინშოპინგის კომფორტიც ძალიან მოგწონთ, მაშინ ტერაბანკის ახალი სერვისი აუცილებლად დაგჭრდებათ. 3D უსაფრთხოება ვებსივრცეში დამატებით დაცვას უზრუნველყოფს და ბარათის არასანქცირებული გამოყენებისგანაც დაგიცავთ.

ინტერნეტგადახდისას მობილურ ტელეფონზე მიიღებთ უსაფრთხოების კოდს, რომელიც შესაბამის ფანჯარაში უნდა მიუთითოთ. აღნიშნული კოდი მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული შესყიდვისთვისაა განკუთვნილი.

ბარათების ტიპები, რომლებზეც სერვისი ვრცელდება:  ვიზა და მასტერქარდი

სერვისის გააქტიურება: ავტომატურად

სერვისის საფასური: უფასო
 

განაცხადის ფორმა

Security Code