SMS ხელმოწერა

ისარგებლე ტერაბანკის SMS ხელმოწერის სერვისით  - დაზოგე დრო და გაუფრთხილდი გარემოს. 


რა არის SMS ხელმოწერა

 

SMS კოდით დადასტურებულ ოპერაციას ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც ხელმოწერით დამოწმებულ საბუთს. კლიენტს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია მიმართოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს/სერვისცენტრს/სერვისდესქს დოკუმენტის ასლის მისაღებად.


როდის შემიძლია გამოვიყენო SMS ხელმოწერა


აღნიშნული სერვისის ფარგლებში SMS ხელმოწერით შესრულებული ოპერაციების დროს მოქმედებს შემდეგი ლიმიტები:

  • ნაღდი სახით შესრულებული ოპერაცია - 10,000 (ათი ათასი) ლარი (ერ. ბანკის კურსის ექ. შესაბამის უცხ. ვალუტაში).
  • სალარე/სავალუტო გადარიცხვა - 3,000 (სამი ათასი) ლარი (ერ. ბანკის კურსის ექ. შესაბამის უცხ. ვალუტაში).
  • საკუთარ ანგარიშებს შორის უნაღდო კონვერტაცია - 10,000 (ათიათასი) ლარი (ერ. ბანკის კურსის ექ. შესაბამის უცხ. ვალუტაში)

 

და შესაძლებელია შემდგომი ოპერაციების განხორციელება: 

  • თანხის შეტანა საკუთარ ანგარიშზე;
  • თანხის გატანა საკუთარი ანგარიშიდან;
  • სალარე გადარიცხვა საკუთარი ანგარიშიდან;
  • სავალუტო გადარიცხვა საკუთარი ანგარიშიდან;
  • კონვერტაცია საკუთარ ანგარიშზე სტანდარტული/განსხვავებული კურსით;
  • კომუნალური გადასახადები ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით;  
  • ბარათის უსაფრთხოების სერვისის გააქტიურება/გაუქმება
  • ინტერნეტბანკის  გააქტიურება/გაუქმება/ პაროლის ცვლილება
  • მუდმივი დავალების გააქტიურება/გაუქმება
     

 

სად შემიძლია ვნახო ჩემ მიერ განხორციელებული ოპერაციის დეტალები


ოპერაციის განხორციელების შემდგომ, შესრულებული დეტალები SMS-ის სახით ეგზავნება მომხმარებელს. საჭიროების შემთხევაში, დოკუმენტის ასლის მიღება შესაძლებელია ტერაბანკის ნებისმიერ ფილიალში. 


ისარგებლე თანამედროვე და კომფორტული საბანკო მომსახურებით, დაზოგე დრო და იზრუნე გარემოზე ტერაბანკთან ერთად. 
 

განაცხადის ფორმა

Security Code