Junior Card - ბარათი მოსწავლეებისთვის

Junior Card-ი ტერაბანკის ახალი პლასტიკური ბარათია, რომელიც სკოლის მოსწავლებიისთვისაა განკუთვნილი. მოსწავლეებს მისი აღება სრულიად უფასოდ შეუძლიათ. პლასტიკურ ბარათს აქვს მრავალმხრივი უპირატესობა როგორც მოსწავლისთვის, ასევე მშობლისთვის.

მოსწავლეები შეძლებენ Junior Card-ით სკოლის სასადილოში, სხვადასხვა სავაჭრო და მომსახურების ობიექტში გადახდას და დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტით მეტროსა და ავტობუსში მგზავრობას. თავის მხრივ, მშობელს კი შესაძლებლობა აქვს, შვილს აღარ გაატანოს სკოლაში ნაღდი ფული და დაგეგმოს დღის განმავლობაში ბავშვის მიერ დახარჯული თანხის მიზნობრიობა და ოდენობა.

Junior Card-ით შესრულებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას სმს-ით მიიღებს როგორც მშობელი/მეურვე, ასევე ბარათის მფლობელი. ონლაინ გადახდებისა თუ თანხის განაღდების შემთხვევაში, ბარათზე მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები.

მოსწავლე ვერ ისარგებლებს აზარტული თამაშებისა და მაღალი რისკის მქონე ობიექტების მომსახურებით, რაც მომხმარებლის მიერ თანხის გამოყენების პროცესს კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის. შეზღუდულია ანგარიშსწორება ნებისმიერ ვალუტაში, გარდა ლარისა.

Junior Card-ი გაიცემა 6-დან 18 წლამდე ფიზიკურ პირზე. ბარათის შეკვეთა შეუძლია არასრულწლოვნის ერთ-ერთ კანონიერ წარმომადგენელს (მშობელს/მეურვეს), მოსწავლის დაბადების მოწმობის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.

 

დააგროვე ტერაბაიტები ტერაბანკისგან და უფასოდ გადაიხადე კომუნალური გადასახადები ან შეავსე ანგარიში!

 

ჩაერთე ტერაბანკის ლოიალურობის პროგრამაში:

ყოველ 5 ლარიან ტრანზაქციაზე - მიიღე 1 ტერაბაიტი.

ყოველი 1 ლარით მეტ თანხაზე კი, დაგემატება კიდევ 1 ტერაბაიტი.

  • ექვსლარიანი ტრანზაქცია = 1+1 ტერაბაიტს
  • ცხრალარიანი ტრანზაქცია = 1+4 ტერაბაიტს
  • ათასლარიანი/ან მეტი ოდენობის ტრანზაქცია = 996 ტერაბაიტს, რომელიც დარიცხვის ზედა ზღვარს წარმოადგენს (1 ტერაბაიტი არის პირველი 5 ლარის, ხოლო მომდევნო 995 ლარი = 995 ტერაბაიტს)
  • 300 ტერაბაიტი = 1 ლარს

ტერაბაიტებით სარგებლობისთვის აუცილებელია გქონდეთ მიმდინარე ანგარიში.

პლასტიკური ბარათის გაცემისა და მომსახურების ტარიფები

ბარათის ტიპი ვიზა კლასიკი
ბარათის მოქმედების ვადა 2 წელი
ბარათის გაცემის საკომისიო     უფასო
ბარათის განახლება 10 ლარი

სასწრაფო ბარათის გაცემის საკომისიო

ბარათის ღირებულებას + GEL 30 

მინიმალური ნაშთი არ მოითხოვება
ანგარიშის ვალუტა GEL

ინტერნეტ საიტებიდან ჩარიცხული ან საზღვარგარეთ

ტერმინალებზე შესრულებული ოპერაციის

დაბრუნებული თანხების მომსახურების საკომისიო

2%

ბანკომატიდან თანხის განაღდების დღიური ლიმიტის ცვლილების საკომისიო

(მაქსიმალური ვადა 1 თვე)

 

5 ლარი
სმს სერვისი უფასო
ინტერნეტ ბანკი* უფასო
ბარათის განთავსება ადგილობრივ სტოპ-სიაში უფასო

პინ კოდის აღდგენის საკომისიო

5 ლარი

*დაშვებულია მხოლოდ საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვა, ანგარიშების ნახვის ფუნქცია, კომუნალური გადასახადების გადახდა.

განაღდებისა და ანგარიშსწორების ლიმიტები

დღიური ლიმიტი ბანკომატიდან და ფილიალიდან თანხის განაღდებაზე

50 ლარი*

დღიური ლიმიტი უნდაღდო შესყიდვებზე

150 ლარი*

დღიური ლიმიტი ტრანზაქციების ოდენობაზე

10 ოპერაცია
უკონტაქტოდ, პინის გარეშე შესრულებული ტრანზაქციის ლიმიტი         100 ლარი

*ლიმიტის შეზღუდვის მოხსნა შესაძლებელია მშობლის დასტურის შემთხვევაში

განაღდებისა და ანგარიშსწორების საკომისიოები

პოსტერმინალით ანგარიშსწორების საკომისიო 0%
ტერაბანკის ბანკომატიდან თანხის განაღდება

0.2% მინ. 0.2 ლარი

 

პარტნიორი ბანკის ბანკომატიდან თანხის განაღდება

0.2% მინ. 0.2 ლარი
ნებისმიერი სხვა ბანკის ბანკომატიდან (ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ)* თანხის განაღდება 2% მინ. 3.5 აშშ დოლარი
ტერაბანკის ფილიალიდან ლარში თანხის განაღდება

0.2% მინ. 0.5 ლარი

პარტნიორი ბანკის სალაროდან თანხის განაღდება გადარიცხვა** 

0.6% მინ. 0.6 ლარი 

სხვა ბანკის სალაროდან თანხის განაღდება

2.5%  მინ. 3.5 აშშ დოლარი

ტერაბანკის ბანკომატის საშუალებით ტერაბანკის ბარათზე გადარიცხვა 0.1% მინ. 0.5 ლარი

*საზღვარგარეთ თანხის განაღდებისას კლიენტს შესაძლოა ჩამოეჭრას ბანკომატის მომსახურე ბანკის მიერ დადგენილი საკომისიო, რომელზეც ტერაბანკი პასუხისმგებლი არ არის. განაღდების დროს ბანკომატის ეკრანზე გამოდის შეტყობინება საკომისიოს შესახებ  და კითხვა, სურს თუ არა მომხმარებელს ოპერაციის შესრულება.

თუ კლიენტი განაგრძობს თანხის განაღდების პროცესს - ეს ავტომატურად ნიშნავს მის თანხმობას ბანკომატის მომსახურე ბანკის საკომისიოს გადახდის თაობაზე.

**ლიბერთი ბანკი 

    ბანკომატების ადგილმდებარეობა

     



     
    ტერაბანკის საბანკო ოპერაციების წარმოების სტანდარტული პირობები ფიზიკური პირებისთვის იხილეთ ლინკზე


    ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, სასწრაფოდ დაუკავშირდით ტერაბანკს ნომერზე: (+995 32) 255 00 00, მობილურიდან *50 50. ბანკის სატელეფონო ცენტრი მუშაობს 24 საათის განმავლობაში.

    განაცხადის ფორმა

    Security Code