ერთად ვიფიქროთ შვილებზე
შვილისთვის, ალბათ, ყველაფერს დავთმობთ, მაგრამ ტერაბანკის დახმარებით, ჩვენს შვილებს ნათელი მომავალი დათმობების გარეშე შეიძლება შევუქმნათ.
ტერაბანკის საბავშვო ანაბარი საუკეთესო საშუალებაა, რომ თქვენს შვილს აჩუქოთ ბედნიერება მომავალში, თან ისე, რომ არაფერი დააკლოთ დღეს.
გახსენით ანაბარი უფასოდ და მიეცით თქვენს შვილს სასურველი მომავლის შექმნის საშუალება.
გახსოვდეთ, ანაბარზე თანხის დამატება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ!
- საპროცენტო განაკვეთის განახლება ხდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმ მომენტში ბანკში არსებული საბავშვო ანაბრის პროცენტის შესაბამისად.
- ანაბრის ვადა: ბავშვის სრულწლოვანებამდე (მინიმალური 2 წელი)
- ანაბრის გახსნისთვის საჭირო მინიმალური თანხა-15 ლარი/აშშ დოლარი/ევრო
დარღვევის პირობა
განმკარგველის მიერ ანაბრის დარღვევა შესაძლებელია სამოქალაქო კოდექსის 186 მუხლის 11 პუნქტის გათვალისწინებით:
- თუ დეპოზიტზე არსებული თანხა მისაღებ სარგებელთან ერთად (ჯამურად) არ აღემატება 1 000 (ერთი ათას) ლარს ან მის ექვივალენტს უცხოურ ვალუტაში (იმ დღის ეროვნული კურსით)
- ნებისმერი თანხის შემთხვევაში, თუ განმკარგველი წარმოადგენს შესაბამის სასამართლო ნებართვას (დადგენილებას);
განათავსეთ თანხა ანაბარზე მაქსიმალური ვადით და გაახარეთ თქვენი შვილი ვადის ბოლოს სასიამოვნო მოულოდნელობით.
წლიური საპროცენტო განაკვეთი:
ლარი - აქცია |
აშშ დოლარი |
ევრო |
13.20% |
3.75% |
3.50% |
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი*:
ლარი - აქცია |
აშშ დოლარი |
ევრო |
12.43% |
3.68% |
3.44%
|
*ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დათვლილია 5,000 ერთეულზე.