ტერასაფულე

ერთი შეხედვით თანხის მარტივად დაგროვება შეუძლებელია. თუმცა, მხოლოდ ერთი შეხედვით. ტერაბანკის ახალი პროდუქტი, ტერასაფულე, ზუსტად ამ მიზნით არის შექმნილი.  რამდენ საბარათე ოპერაციასაც აწარმოებ, იმდენი ლარიანი (შენ მიერ არჩეული თანხის ოდენობა) გერიცხება ანაბარზე.   


ტერასაფულის გამოყენება ძალიან მარტივია: 

  • სერვისის გააქტიურება  უფასოა და  შესაძლებელია  ზრდადი დაგროვებადი, უნივერსალური ან შემნახველი ტიპის ანაბრებზე;
  • სერვისის ვადა შეესაბამება მიბმული ანაბრის ვადას; 
  • სარგებლობის გატანის პირობა შეესაბამება მიბმული ანაბრის პირობას; 
  • ნებისმიერი საბარათე ოპერაციის შესრულებისას, თქვენ მიერ არჩეული თანხის ოდენობა ჩაირიცხება არჩეულ საანაბრე ანგარიშზე;
  • სერვისის ვალუტა შეიძლება იყოს ლარი, აშშ დოლარი ან ევრო; 
  • თანხის ოდენობა შეიძლება იყოს: 0.25, 0.5, 1, 2, 3, 4, 5  და ნებისმიერი  5–ის ჯერადი რიცხვი 100-მდე ; 
  • სერვისის ვადაზე ადრე გაუქმება შესაძლებელია შესაბამისი განაცხადის ან ინტერნეტბანკის  შეტყობინების საფუძველზე;
  • იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ანაბრის დარღვევა/დახურვა, ავტომატურად გაუქმდება  ტერასაფულის სერვისი; 

ტერასაფულე - დააგროვე მეტი ყოველ გადახდაზე! 
 


 

განაცხადის ფორმა

Security Code