თავი, რომელსაც შოპინგისას აღმოაჩენ

         ოდესმე გაგიცნობიერებია, რომ სხვადასხვა ადამიანთან, სხვადასხვაგვარად იქცევი? არ იცვლება შენი დამოკიდებულებები, იცვლება მხოლოდ გამოხატვის ფორმა. ზუსტად იმავე გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენზე სამოსს. მეგობარს ვკითხე ერთხელ, სამყაროს აღსასრული რომ დადგეს და მიხვდე, წუთი-წუთზე ლავაში ჩაიძირები, გარდაუვალი სიკვდილის მოლოდინში რას იზამ, გაიქცევი თუ უბრალოდ, სანახაობით დატკბები-მეთქი. გააჩნია, რა მეცმევა, რომელთან უფრო იქნება შესაბამისობაშიო, მიპასუხა. მაშინ მივხვდი, რომ თუ იმ ტანსაცმელს ატარებ, რაც მოგწონს, უკვე გადარჩენილი ხარ. საკუთარი თავის განახლება კი ერთადერთი რამაა, რაც გარემო პირობებს ცოტა ხნით გავიწყებს. გამოიყურებოდე ისე, როგორც მოგწონს, თავისთავად ნიშნავს იდეალურ ტემპერატურას შენ გარშემო. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ის ნივთი, რომელსაც შენთვის შეიძენ. 


როგორ უნდა აღმოაჩინო თბილისში ის, რაც მომავალი კვირის ან თვის განწყობას შეგიქმნის? ისევე, როგორც პარტნიორს პოულობ. მილიონობით ადამიანს აქვს იდეალური ცხვირი, დახვეწილი თითები და ლამაზი ფორმები. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი კონკრეტულად შენ შეგეფერება. იდეალური “შოპინგის” პროცესიც ასეთია, უნდა შეძლო და ათასობით ნივთში იპოვო ის, რაც ბოლომდე გამოხატავს შენს პიროვნებას. პირადად მე, ზუსტად ვიცი სად და რომელ მაღაზიაში შეიძლება დამხვდეს რაც მჭირდება. მაგრამ Buyers-ი ოდნავ მირთულებს ხოლმე საქმეს: “შოურუმში” შესვლისთანავე ყველაფერი მომწონს და ძალიან დიდხანს ვერ ვკონცენტრირდები საჭიროებებზე. ეს “შოპინგისას” ყველაზე რთული მომენტია. ერთია, როცა მაღაზიაში შედიხარ, მიმოიხედავ და მთლიანობაში არაფერით ხარ კმაყოფილი. გადაწყვეტილებას მარტივად იღებ, სხვა მაღაზიისკენ მიდიხარ. ხოლო, მეორეა, როცა რაიმე სივრცეში ყველაფერი ისეთი გხვდება, თითქოს, პირადად შენთვის შექმნეს. 


რა უნდა გააკეთო, თუ ყველაფერი მოგწონს? პირველ რიგში ფასები უნდა შეუსაბამო შენს ბიუჯეტს. თუმცა, საჭირო თანხის ფლობასთან ერთად, საკუთარ სხეულსაც უნდა ფლობდე. დაახლოებით მაინც უნდა იცოდე, როგორ გინდა რომ გამოიყურებოდე. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ჩაცმულობა მხოლოდ შენს თავთან კომფორტულად ყოფნაა, უნდა ვაღიაროთ, რომ რეალურად, ამ “კომფორტულობით” განვსაზღვრავთ სეგმენტს, რომელთანაც მომავალში ვაპირებთ გვქონდეს ურთიერთობა და ადგილებს - რომლების მონახულებასაც ვგეგმავთ. ასეა, სტილით ხდება იმისი ვიზუალიზაცია, რაც გვინდა ყველას ხმამაღლა ვუთხრათ, მაგრამ ამდენი დროც არ გვაქვს. მოკლედ მოიზომე იმდენი, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლი, დაუთმე დრო შენს ჩაცმულობას. “იშოპინგე”, განიტვირთე და მოყოლის ნაცვლად, აჩვენე ადამიანებს ვინ ხარ. 


ისე, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ შენივე ქვეყანაში წარმოებულ პროდუქტს, ბევრად უფრო მეტი შანსი აქვს, მოერგოს შენს ინტერესებს. სად შეგიძლია გადააწყდე ქართველი დიზაინერებისა და ახალგაზრდა არტისტების ნამუშევრებს? Buyers.ge, Dots და Co.Mode ის სივრცეებია, სადაც შეგიძლია ათეულობით ლოკალური დიზაინერის პროდუქცია აღმოაჩინო. ასევე მიხვდე იმასაც, რომ შენ და ამ ადამიანებს ბევრად უკეთ გესმით ერთმენთის, ვიდრე ჯანი და დონატელა ვერსაჩეებს. ეს პირობითად, რა თქმა უნდა.


მოკლედ, მეც და შენც, ვიცით, რომ შოპინგის ერთ-ერთი მთავარი თვისება “გულის გადაყოლებაა”. მაგრამ ამ “გულის გადაყოლებას”, ხშირად, იმაზე დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება, ვიდრე წარმოგვიდგენია. თითქმის შეუძლებელია გაჩერება, როდესაც უამრავ შენთვის სასურველ ნივთს უყურებ. მოკლედ, თუ გინდა უდიდესი შოპინგ ტური მოიწყო, გაქვს გარკვეული თანხა და გაკლდება ან საერთოდ არ გაქვს არანაირი გარკვეული თანხა, შეგახსენებ, რომ შემიძლია ფინანსურადაც დაგეხმარო. 

განაცხადის ფორმა

Security Code